მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საპროტესტო აქციები მიგრანტების წინააღმდეგ და პოლიციასთან დაპირისპირება - 15 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ, ბრიტანეთში არეულობა გრძელდება
საპროტესტო აქციები მიგრანტების წინააღმდეგ და პოლიციასთან დაპირისპირება - 15 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ, ბრიტანეთში არეულობა გრძელდება

საპროტესტო აქციები მიგრანტების წინააღმდეგ და პოლიციასთან დაპირისპირება - 15 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ, ბრიტანეთში არეულობა გრძელდება

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 21:40|rustavi2.ge

პროტესტი და მასობრივი არეულობა დიდ ბრიტანეთში - ნორფოლკის საგრაფოში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, როდესაც 15 წლის გოგონა სკოლაში დანით დაჭრეს, მოსახლეობა ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლების განთავსების გეგმას აპროტესტებს.

ვიდეოებში ჩანს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები, რასაც წინ დემონსტრანტების მხრიდან უსაფრთხოების რისკებზე საუბარი და სპეცრაზმთან შელაპარაკებები უძღოდა. ანტიიმიგრაციული საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის პოლიტიკას აპროტესტებენ.

ნორფოლკის საგრაფოში გამართულ აქციაზე მცირე დაპირისპირება დემონსტრანტებსა და იმ მოქალაქეებს შორისაც მოხდა, რომლებიც პროტესტის მონაწილეების მოთხოვნებს კრიტიკით შეხვდნენ.

ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქციებს ბრიტანეთში პერმანენტულად მართავენ და ხელისუფლებას მილიონობით იმიგრანტის გაძევებისკენ მოუწოდებენ.

ლონდონში, ბელფასტსა და ნორფოლკში მიმდინარეობს კონტრაქციებიც. მოქალაქეების მეორე ნაწილი მიგრანტების უფლებების დაცვას ითხოვს.

იმიგრანტების წინააღმდეგ აქციები კი, მედიის ინფორმაციით, წარსულში მომხდარ რეზონანსულ თავდასხმებს უკავშირდება. მათ შორისაა 2024 წელს სამი გოგონას მკვლელობა და ივნისში თავშესაფრის მაძიებელი პირის დაკავებასთან დაკავშირებული არეულობა.

საზოგადოების რეაქცია ორად არის გაყოფილი. ნაწილი მხარს მომიტინგეების პროტესტს ბავშვთა უსაფრთხოებისა და მიგრანტთა დანაშაულის გამო უჭერს, ნაწილი კი გმობს ძალადობას, რომელიც, მათი პოზიციით, უდანაშაულო ადამიანებისკენაა მიმართული. თავად მსხვერპლთა ოჯახებმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდეს. თუმცა უკვე თვეებია, ბრიტანეთში არეულობა არ წყდება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

16 კონცერტი, საიდუმლო სიმღერა და დიდი დაბრუნება - სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

16 კონცერტი, საიდუმლო სიმღერა და დიდი დაბრუნება - სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

რუსთავი 2

სტიქიის მეექვსე დღე ნეპალში - ათასობით სამხედრო, პოლიციელი, მოხალისე, ალპინისტი თუ ინჟინერი, დაკარგულების გადასარჩენად იბრძვის

სტიქიის მეექვსე დღე ნეპალში - ათასობით სამხედრო, პოლიციელი, მოხალისე, ალპინისტი თუ ინჟინერი, დაკარგულების გადასარჩენად იბრძვის

რუსთავი 2

საქართველოს ეკონომიკის ზრდამ იანვარ-ივლისში 7,9% შეადგინა - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები

საქართველოს ეკონომიკის ზრდამ იანვარ-ივლისში 7,9% შეადგინა - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემები

რუსთავი 2

ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა

ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა

რუსთავი 2