მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა
ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა

ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარიერა დაასრულა

რუსთავი 231 აგვისტო, 2026, 21:33|rustavi2.ge

39 წლის ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება ფეხბურთელმა Instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტით გაავრცელა.

მესის განმარტებით, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ ის დიდხანს ფიქრობდა, გაეგრძელებინა თუ არა ნაკრებში თამაში, თუმცა საბოლოოდ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ფეხბურთელის განცხადებით, ეს მისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, თუმცა მიაჩნია, რომ ახლა ამის დრო დადგა. მან აღნიშნა, რომ არგენტინის ნაკრების მაისურით ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა და გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს აკეთებდა.

მესი ნაკრებს "სიმშვიდითა და სიამაყით" დაემშვიდობა და აღნიშნა, რომ თანაგუნდელებთან ერთად გულშემატკივრებს ისეთი ემოციები და გამარჯვებები აჩუქა, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა.

მესიმ ასევე დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება 21 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან ორი დღის შემდეგ მიიღო. მამის, ხორხე მესის გარდაცვალების შემდეგ კი, საკუთარ გადაწყვეტილებაში კიდევ უფრო დარწმუნდა. ხორხე მესი აგვისტოს დასაწყისში, 68 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში 2005 წლიდან თამაშობდა.

მესიმ არგენტინის ნაკრების მაისურით 207 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაიტანა. სანაკრებო გოლების რაოდენობით ის ისტორიაში მეორე ადგილზეა. მასზე მეტი გოლი, 146, მხოლოდ პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს, კრიშტიანუ რონალდუს აქვს მოწინააღმდეგის კარში გატანილი.

მესიმ ნაკრებიდან წასვლის შესახებ 2016 წელსაც განაცხადა, თუმცა გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და ეროვნულ გუნდში დაბრუნდა.

ამჟამად ლიონელი მესი ამერიკული MLS-ის კლუბ "ინტერ მაიამის" ფეხბურთელია.

ლუკა ჩლაიძე

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სკოტ ბესენტის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან ეკონომიკურ ბრძოლას აგებს, ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი მძიმე მდგომარეობით შოკირებულია

სკოტ ბესენტის განცხადებით, თეირანი ვაშინგტონთან ეკონომიკურ ბრძოლას აგებს, ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი მძიმე მდგომარეობით შოკირებულია

რუსთავი 2

16 კონცერტი, საიდუმლო სიმღერა და დიდი დაბრუნება - სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

16 კონცერტი, საიდუმლო სიმღერა და დიდი დაბრუნება - სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება

რუსთავი 2

სტიქიის მეექვსე დღე ნეპალში - ათასობით სამხედრო, პოლიციელი, მოხალისე, ალპინისტი თუ ინჟინერი, დაკარგულების გადასარჩენად იბრძვის

სტიქიის მეექვსე დღე ნეპალში - ათასობით სამხედრო, პოლიციელი, მოხალისე, ალპინისტი თუ ინჟინერი, დაკარგულების გადასარჩენად იბრძვის

რუსთავი 2

საპროტესტო აქციები მიგრანტების წინააღმდეგ და პოლიციასთან დაპირისპირება - 15 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ, ბრიტანეთში არეულობა გრძელდება

საპროტესტო აქციები მიგრანტების წინააღმდეგ და პოლიციასთან დაპირისპირება - 15 წლის გოგონაზე თავდასხმის შემდეგ, ბრიტანეთში არეულობა გრძელდება

რუსთავი 2