
ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა
რუსთავი 2|rustavi2.ge
ნეპალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო 4 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის 840-ზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის პირობებში გრძელდება. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ჰიდროელექტროსადგურების იმ თანამშრომლებს, რომლებიც სტიქიის შედეგად ჩამოშლილ და დატბორილ გვირაბებში დარჩნენ - ასობით ადამიანი კვლავ მიწისქვეშა გვირაბებშია ჩარჩენილი.
სამაშველო ოპერაციაში ნეპალელ სპეციალისტებთან ერთად ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ჯგუფებიც მონაწილეობენ.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge