
მძღოლს, რომელიც გომის მთაზე მომხდარი ავარიისას მიკროავტობუსს მართავდა, პატიმრობა შეეფარდა
ფორმულა|formulanews.ge
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ დაბა გომის მთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, რამაც ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე, პროკურატურის ინფორმაციითვე, მძღოლს შესაბამისი მართვის მოწმობის კატეგორია არ ჰქონდა.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge