
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება.
გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს "საქმიან ეზოებში" დასაწყობდა.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 სამრთალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის, 3 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, 3 - ქვემო ქართლის, 4 -გურიის, 2 - კახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის და 3 - შიდა ქართლის რეგიონებში.
ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge