მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

რუსთავი 27 სექტემბერი, 2026, 10:46|rustavi2.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, მისივე საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნათესავს სანადირო თოფიდან გასროლით დაზიანებები მიაყენა.

"დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა აგვისტოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 21 ფაქტი გამოავლინეს

რუსთავი 2

"ოპერის ოქროს ხმა" - ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი "ბათუმური რაფსოდიას" ფარგლებში ჩატარდება

"ოპერის ოქროს ხმა" - ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი "ბათუმური რაფსოდიას" ფარგლებში ჩატარდება

რუსთავი 2

არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, "ალტერნატივა გერმანიისთვის" მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს - "დიფ სთეითს" იმ ერთადერთი გერმანული პოლიტიკური ძალის ჩამოშორება სურს, რომელსაც ვერ აკონტროლებს - ზაზა შათირიშვილი

სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა ბათუმში სარეალიზაციოდ გამზადებული 24 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

რუსთავი 2