მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა | Rustavi2
დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა | Rustavi2

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

სემეკის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგოსექტორის საინვესტიციო მიმზიდველობაზე და ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისების მნიშვნელობაზე ელექტროენერგიის წარმოების ზრდისა და ენერგეტიკული პოტენციალის გაძლიერების მიმართულებით.

"იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისა და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების მიმართულებით. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოების ზრდას, საინვესტიციო გარემოს გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას. პროექტი მნიშვნელოვანია თანამედროვე ჩინური ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისითაც.

პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინიციატივაა, რომელიც ამავდროულად, ხელს უწყობს საქართველოსა და ჩინეთს შორის მწვანე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს ხანებში ენერგეტიკის სექტორში სხვა ჩინური ინვესტიციებიც იქნება მოზიდული", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

104 მგვტ-იანი სიმძლავრის იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტს ახორციელებს "აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია".

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - თამარ იოსელიანი

შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია - თამარ იოსელიანი

რუსთავი 2

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა

რუსთავი 2

ეროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეკულირება ძალიან არასწორად მიმაჩნია, დიდი თხოვნა იქნება, რომ მსგავსი რამ არავინ გააკეთოს - ზურაბ კიწმარიშვილი

ეროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სპეკულირება ძალიან არასწორად მიმაჩნია, დიდი თხოვნა იქნება, რომ მსგავსი რამ არავინ გააკეთოს - ზურაბ კიწმარიშვილი

რუსთავი 2

ანა წითლიძე პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვს

ანა წითლიძე პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვს

რუსთავი 2