მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

„შუა დერეფანმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთიანმა, ურთიერთდაკავშირებულმა სისტემამ, სადაც საზღვაო ტრანსპორტი ამ სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „ზღვებიდან დერეფნებამდე: გლობალური ვაჭრობის ახალი გეოგრაფია“ გამოსვლისას განაცხადა.

თამარ იოსელიანის თქმით, პორტების გამტარუნარიანობის გაზრდა უსაფრთხო ნაოსნობას, ეფექტიან მართვას, საერთაშორისო სტანდარტებსა და კვალიფიციურ კადრებს უნდა ეფუძნებოდეს.

„შუა დერეფანი თავისი არსით მულტიმოდალურია. ჩვენი ამოცანაა, ეს მარშრუტი მაქსიმალურად შეუფერხებლად მომუშავე გავხადოთ და პორტები და საზღვაო გადაზიდვები რკინიგზასთან, ავტომაგისტრალებთან, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და ციფრულ სისტემებთან დავაკავშიროთ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანი ამბობს, რომ სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება საქართველოს მთავრობის პოლიტიკა.

„ჩვენ ინვესტიციებს ვდებთ მთლიან სატრანსპორტო ჯაჭვში: რკინიგზაში, ავტომაგისტრალებში, არსებულ პორტებსა და ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. თუმცა, ამ ინვესტიციების რეალური ღირებულება გამოჩნდება იმით, თუ რამდენად ეფექტურად დაუკავშირდება ეს პროექტები ერთმანეთს და ფართო რეგიონის ინფრასტრუქტურას. ჩვენი მიზანი ისეთი დერეფნის შექმნა უნდა გახდეს, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება საიმედო, ეფექტიანი, უსაფრთხო და კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისივე თქმით, ამ შედეგის მიღწევა მოითხოვს ინვესტიციებსა და ძლიერ ინსტიტუტებს, თუმცა, უპირველეს ყოვლისა თანამშრომლობას მთელი დერეფნის მასშტაბით.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი