მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით ბათუმში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასა და თანამედროვე საბავშვო ბაღების მშენებლობას მოიცავს. სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბათუმში ახალ სასწავლო წელს, დაახლოებით, 2 500 მოსწავლე განახლებულ სასკოლო გარემოში გააგრძელებს სწავლას" - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.

ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ, აჭარაში საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რამდენიმე პროექტი დასრულებულია, ნაწილზე კი სამუშაოები გრძელდება.

განახლებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი ბათუ გურჯიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი შონია, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და აჭარის განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი.

ბათუმში სრულად განახლდა №4 და №5 საჯარო სკოლები, რომლებიც ჯამში 1 100 მოსწავლეზეა გათვლილი. ორივე სკოლაში მოეწყო თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო და საერთო სივრცეები, განახლდა საინჟინრო სისტემები და მოწესრიგდა გარე ინფრასტრუქტურა. სკოლები სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

№5 საჯარო სკოლაში განახლდა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამეცნიერო ლაბორატორია, მოეწყო საფეხბურთო მინი მოედანი და სრულად შეიცვალა გათბობის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები. №4 საჯარო სკოლაში, სასწავლო სივრცეებთან ერთად, განახლდა სპორტული მოედანი და სკოლის ეზო, მოწესრიგდა საინჟინრო სისტემები და განხორციელდა შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების სამუშაოები.

ორივე სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ათეულობით ახალი სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა და ეს პროცესი კიდევ უფრო გააქტიურდება.

,,ასევე, დავათვალიერეთ თანამედროვე სტანდარტების და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი საბავშვო ბაღები, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უკვე განახლებულ გარემოში გაგრძელდება. ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს თანამედროვე და ხარისხიანი ინფრასტრუქტურით’’-განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბათუმში დასრულებულია №3, №12 და №26 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაც. სამი განახლებული ბაღი ჯამში 475 აღსაზრდელზეა გათვლილი.

საბავშვო ბაღებში სრულად განახლდა შიდა და გარე სივრცეები, მოეწყო სასწავლო, სათამაშო და მოსასვენებელი ოთახები, მოწესრიგდა საინჟინრო კომუნიკაციები, გათბობისა და უსაფრთხოების სისტემები, სველი წერტილები და სამზარეულო სივრცეები. განახლებული ბაღები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ამასთან, ბათუმში გრძელდება №18 და №23 საბავშვო ბაღების სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. №18 ბაღი 250, ხოლო №23 ბაღი 300 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტები ითვალისწინებს არსებული შენობების გამაგრება-გაძლიერებას, შიდა და გარე სივრცეების სრულ განახლებას.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ კვირას აჭარაში ახალი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის ტენდერებიც გამოაცხადა. მათ შორისაა ბათუმის მუნიციპალიტეტის გონიოს დასახლებაში 200 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას ეტაპობრივად აგრძელებს. სამინისტროსთვის პრიორიტეტია როგორც მიმდინარე პროექტების დროულად და ხარისხიანად დასრულება, ისე ბავშვებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

რუსთავი 2

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი

რუსთავი 2