მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ გადაცემაში "ფორმულას დღე" განაცხადა.

"ჩვენ ბოლო ყრილობაზე გამოვაცხადეთ ექვსთვიანი გარდამავალი პერიოდი. ეს ექვსი თვე, მგონია, რომ ათვისებული იქნება ალბათ სრულად იმისთვის, რომ პარტია მოემზადოს ძირეული ცვლილებებისთვის. მე მგონია, რომ ამ თვალსაზრისით ახლა, წინა პერიოდთან შედარებით, მე პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტში მაინც უფრო ნაკლებად ვარ ჩართული დღევანდელი მდგომარეობით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა აქტიურად ვიგებ იმ მნიშვნელოვან ცნობებს და მნიშვნელოვან გენერალურ გადაწყვეტილებებშიც მაქვს ჩემი ხმა, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ რეფორმების გატარებასთან", - აღნიშნავს სანიკიძე.

წამყვანის კითხვაზე, თუ რასთან არის დაკავშირებული ის ფაქტი, რომ ყოველდღიურ პროცესებში ჩართული არ არის, სანიკიძემ მიუგო, რომ ეს ყველაფერი გამიჯვნასთან არ არის დაკავშირებული. მანვე აღნიშნა, რომ დროებითი პაუზის აღება, მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო.

"ეს პროცესისგან გამიჯვნასთან ნამდვილად არ არის დაკავშირებული. უბრალოდ, ის მოვალეობა, რომელიც მე მქონდა დაკისრებული თავმჯდომარის პირველი მოადგილის სახით წელიწადი და ექვსი თვე, მიმაჩნია, რომ იყო საკმარისად დატვირთული ამ თვალსაზრისით. და მგონია, რომ ის ბორდი, რომელიც დღეს ახორციელებს პარტიის ყოველდღიურ მენეჯმენტს, ბევრად უფრო მობილურად გააკეთებს ამ საქმეს და ჯერჯერობით მიმაჩნია და ესე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში და ნამდვილად გულწრფელი ვარ, რომ რაღაცა ყოველდღიური მენეჯმენტისგან დროებითი პაუზის აღება, მგონია, რომ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაც ცოტა დისტანციაზეც დამენახა..." - განაცხადა სანიკიძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი