მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოგ ჯუნ სონგს და კომიტეტის წევრებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. დელეგაციის წევრებმა ასევე შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან.

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით იმყოფება.

მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განიხილეს პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურის, განათლების, ინოვაციებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოეწერება ხელი.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს გლობალური უსაფრთხოების გარემო, უკრაინაში მიმდინარე ომი, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები. ხაზი გაუსვეს "შუა დერეფნის" როლის მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებაზე, რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებზე და ქვეყნის ირგვლივ არსებულ უსაფრთხოების გარემოზე მიაწოდა ინფორმაცია.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ენერგო პოტენციალზე, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასა და საქართველოს ენერგეტიკულ პროექტებში კორეული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე.

ნიკოლოზ სამხარაძემ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის დელეგაციის წევრებს თხოვნით მიმართა, განიხილონ საქართველოს მოქალაქეებისთვის კორეის რესპუბლიკაში უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხი, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის განვითარებას.

მხარეები შეთანხმდნენ, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციების ყოველწლიური ვიზიტების გაცვლის თაობაზე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი