მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ანა წითლიძე პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვს. წითლიძის განცხადებას მმართველი გუნდის წევრები გამოეხმაურნენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას ვერ გადაეჩვია.

"როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" გარდაცვლილ ადამიანებზე საუბრობს, ამ ტრაგედიებით სპეკულირებს და ამ ყველაფერს თავს არ არიდებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ "ნაცობა" ამ ადამიანების მენტალური მდგომარეობაა.

როგორც სვავები ვერ გადაეჩვევიან სისხლის სმას, ისე ვერ გადაეჩვევა "ნაცი" თავის საქმიანობას - ადამიანური ტრაგედიებით საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნის მცდელობას.

ტრაგიკომედიაა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მიმართავს პროკურატურას, იმ პროკურატურას, იმ სამართალდამცავ ორგანოებს და იმ სისტემას, რომელიც ჩვენი გუნდის ძალისხმევით გაჯანსაღდა, არაერთი კონსტიტუციური, საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებებიდან გამომდინარე.

საზოგადოებას, კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა შექმნილი მწამებლური სისტემა და ამ სისტემის წარმომადგენლები ახლა საუბრობენ ადამიანების უფლებებზე.

მეგის ქარდავა რომ ადამიანის უფლებებზე დაიწყებს ლაპარაკს, ან ახალაიები რომ დაგვიწყებენ საუბარს - ადამიანების წამება არ შეიძლება და ასეთი რამე არ მომხდარაო, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები, რომ გვესაუბრებიან პედესტალიდან მაღალ მატერიებზე, ეს მათსავე ტრაგიკულ მდგომარეობას უსვამს ხაზს", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი