მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ბაქოში), ომარ ბარაქათ ალ-ნაჰარისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და იორდანიას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მიმოიხილეს ეკონომიკის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრისას გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებზე.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იორდანიაში, იესო ქრისტეს ნათლობის ადგილას ამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის გადმოცემული მიწის ნაკვეთი იყო, სადაც ქართული კულტურის ცენტრი უნდა აშენდეს.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ქართული კულტურის ცენტრის აშენება იორდანიაში ამ ქვეყანაში ქართველი ტურისტების რაოდენობის ზრდას შეუწყობს ხელს.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი