მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ პორტსმუთში, ასობით მომიტინგემ 140 მიგრანტის ჩასვლა გააპროტესტა. მიგრანტები ბრიტანეთში ნავით, ლა-მანშის სრუტის გავლით მოხვდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით იცავდნენ ტერიტორიას და იმ ავტობუსებს, რომლებშიც მიგრანტები იმყოფებოდნენ.

ჰემფშირის პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა პორტის იმ ტერიტორიისთვის თავი აერიდებინათ, სადაც მიგრანტები იმყოფებოდნენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მათ დააკავებდნენ.

მთავრობამ დაგმო მომიტინგეების "დამაშინებელი და თავზეხელაღებული ქცევა". მედიის ცნობით, აქციის მონაწილეების უმეტესობა შავებში იყო გამოწყობილი და სახეს ნიღბით იფარავდა.

როგორც BBC წერს, აქციის მონაწილეებს გზები ჰქონდათ ბლოკირებული და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას არ მისცემდნენ საშუალებას მიგრანტები ინფორმაციის დამუშავების ცენტრში გადაეყვანათ.

აქციის ერთ-ერთმა ულტრამემარჯვენე მონაწილემ აღნიშნა, რომ მიგრანტები ტერიტორიას ვერ დატოვებდნენ.

"ყველა გზა გადაკეტილია, ისინი აქედან გასვლას ვერასდროს შეძლებენ", – განაცხადა დანიელ ტომასმა, რომელსაც ადგილიდან პირდაპირი ეთერი ჰქონდა ჩართული.

მთავრობის წარმომადგენელმა აქციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მშვიდობიანი პროტესტი დემოკრატიის ფუნდამენტია, მაგრამ ის ზღვარს არ უნდა გასცდეს:

"მშვიდობიანი პროტესტის უფლება ჩვენი დემოკრატიისთვის ფუნდამენტურია, მაგრამ ის არასდროს არ უნდა გასცდეს ზღვარს და არეულობაში გადაიზარდოს. მადლობას ვუხდით სპეციალურ სამსახურებს, რომლებიც ამ სიტუაციის უსაფრთხოდ მოსაგვარებლად მუშაობენ".

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი