მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"ჩემთვის დიდი პატივია დავბრუნდე საქართველოში და მონაწილეობა მივიღო ამ საერთაშორისო საზღვაო ფორუმში. საქართველო არის არა მხოლოდ საზღვაო ქვეყანა, არამედ, ქვეყანა, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ ელემენტს, განსაკუთრებით მეზღვაურების თვალსაზრისით", - განაცხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, არსენიო დომინგესმა ბათუმში საქართველოს მესამე საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც IMO-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს მის მუშაობაში.

მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე შუა დერეფნის განვითარების პროცესში.

"ჩვენ ვიდეოში ვიხილეთ, რომ 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ხდება პორტში, ინფრასტრუქტურაში. ის ფაქტი, რომ 20%-ზე მეტად იზრდება ტვირთების დამუშავება, უკვე მიმდინარე წელს მოხდა ეს ზრდა - როდესაც მსოფლიოში პრობლემებია, საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაკავშირებადობა მულტიმოდალურ ტრანსპორტირებაში საქართველოდან და რეგიონიდან, სადაც გადაზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური მონაწილეობა შუა დერეფნის განვითარებაში, ამ ხიდის შექმნაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის", - განაცხადა IMO-ს გენერალურმა მდივანმა.

სიტყვით გამოსვლისას არსენიო დომინგესმა საერთაშორისო საზღვაო სექტორში არსებულ გლობალურად მნიშვნელოვან მიმართულებებზე, საზღვაო მმართველობის მთავარ საკითხებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, მათ შორის სხვადასხვა რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე გააკეთა აქცენტი.

"შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში 40 000 კვალიფიცირებული მეზღვაურის დეფიციტი გვექნება და ეს მიმართულება საქართველოს თვალსაზრისით, გაიზრდება 20 000 მეზღვაურის მიწოდებით მსოფლიო მასშტაბით. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს. ეს გახლავთ მე-10 წელი, რაც ეს ფორუმი ტარდება, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება იმის თვალსაზრისით, თუ ყოველ წელს როგორ ახორციელებთ ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხის ჩართულობას მეზღვაურის პროფესიაში და ინარჩუნებთ არა მხოლოდ კარგ ურთიერთობებს მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციასთან, არამედ ყველა რეგიონალურ პარტნიორთან და ასევე მათ გარეთ", - განაცხადა IMO-ს გენერალურმა მდივანმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი