მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"პარტია"ალტერნატივა გერმანიისთვის" საქსონია-ანჰალტის ტერიტორიაზე ისტორიული გამარჯვება და ე.წ. გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახების ბრძოლა მათ წინააღმდეგ, ევროპაში გავლენების გასაძლიერებლად" - ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს, სადაც ის გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს და ევროპის კონტინენტზე არსებულ ვითარებას მიმოიხილავს.

ფილოსოფოსის თქმით, AfD-ის წარმატება ე.წ. დიფ სთეითის მიერ ევროკავშირში დაგეგმილ პოლიტიკურ ექსპერიმენტს პირდაპირ ეწინააღმდეგება, შესაბამისად, მის მიერ დაქვემდებარებული ძალები ახლა პარტიის გაუქმების საფუძველს აქტიურად ეძებენ. სწორედ ამ პროცესის ნაწილად მიიჩნევს შათირიშვილი ბოლო დროს რუსეთ-გერმანიას შორის დაპირისპირების გამწვავებას.

მისი თქმით, დაძაბულობას, გერმანიის რაიმე ფორმით საომარ მდგომარეობაში გადასვლა უნდა მოჰყვეს, რაც მოქმედ ხელისუფლებას AfD-ის გაუქმებისთვის ხელსაყრელ პირობას შეუქმნის. ფილოსოფოსის აზრით, ამ გზით, გავლენიან კლანებს, უძველეს კონტინენტზე დემოკრატიის კორპორაციული მმართველობით ჩანაცვლების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდებათ, რაც ევროპის სუვერენიტეტს სრულად გაანადგურებს.

ევროპის დასუსტება რომ ე.წ. დიფ სთეითის მთავარი მიზანია, ამაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის აზრით, ამას რეგიონში მიმდინარე მრავალწლიანი ომიც ცხადყოფს. მთავრობის მეთაურს იმედი აქვს, რომ მიუხედავად არსებული კრიზისებისა, ევროგაერთიანება სწორ რელსებზე დაბრუნებას შეძლებს, რადგან საქართველოს, როგორც ევროპული კულტურული ოჯახის ორგანულ ნაწილს, ძლიერი და სუვერენული ევროპული ოჯახი სჭირდება.

AfD-ის საარჩევნო წარმატებას განსხვავებულად აღიქვამენ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში. ხელისუფლების ოპონენტები "ალტერნატიული გერმანიის" წინააღმდეგ გერმანიაში დაწყებული არაერთი კამპანიის მიუხედავად, ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ვერ ხედავენ. უმრავლესობაში კი AfD-ის წარმატებას გერმანული საზოგადოების გამოფხიზლებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ არსებული ისტებლიშმენტის პოლიტიკამ ქვეყანა ეკონომიკური და დემოგრაფიული კრიზისის ზღვართან მიიყვანა.

AfD-ის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია და ბრძოლა ალტერნატიული აზრის წინააღმდეგ არ უკვირს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ AfD-ის გეგმები და პოზიცია, რომელმაც საქსონიაში უპრეცედენტო მხარდაჭერა მოიპოვა, ადასტურებს, რომ არსებული პოლიტიკური დღის წესრიგი გერმანელების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

გერმანიაში საქსონია-ანჰალტის მიწაზე გამართულ არჩევნებში AfD-მ ხმათა 43.8 პროცენტის მოგროვება შეძლო და 83 წევრიან პარლამენტში 39 ადგილი მოიპოვა. 2013 წელს დაფუძნებულმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა ძალამ 2021 წელს ნაჩვენები შედეგი ფაქტობრივად გააორმაგა და მმართველ ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას სოლიდური პროცენტით აჯობა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი