მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი სპეკულაციების შეწყვეტისკენ იმ ოპოზიციონერებს მოუწოდებს, რომლებიც კიწმარიშვილის საქმეს პოლიტიკური განცხადებებისა და ბრალდებებისთვის იყენებენ. ზურა კიწმარიშვილმა დღეს "კურიერთან" დეტალურად გაიხსენა, როგორ იყო ჩართული გამოძიების პროცესში და თქვა, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ მას კითხვები აღარ ჰქონია.

კითხვები ოჯახს არ აქვს, თუმცა, ამის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურისგან ბოლო წლებში მომხდარი გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიებას ითხოვს. ამ თემაზე ანა წითლიძემ ბრიფინგი მთავარ საგამოძიებო უწყებასთან გამართა და უკვე დასრულებული გამოძიების მიუხედავად, ლაზარე ჯორბენაძის, თამარ ბაჩალიაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ლექსო ლაშქარავას და ეროსი კიწმარიშვილის საქმეების ახლიდან გამოძიება მოითხოვა.

წითლიძის მიმართვა ტრაგიკომედიურია მმართველი გუნდისთვის. "ქართული ოცნების" შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" ადამიანური ტრაგედიებით ისევ საკუთარი პოლიტიკური მომავლის შექმნას ცდილობს.

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, რომლის ხელახალ გამოძიებას ითხოვს წითლიძე, კითხვის ნიშნები არ აქვს თავად ჯორბენაძის მეუღლეს. ხათუნა სირაძე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დანაშაულს გამორიცხავს.

ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზეც. უწყების ცნობით, მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.

ანა წითლიძის მიერ ჩამოთვლილ საქმეებზე დამდგარი განაჩენები დღეს მმართველ გუნდშიც გაიხსენეს. თქვეს ისიც, რომ თავად "ნაციონალური მოძრაობა" იყო ის პარტია, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებებს უხეშად არღვევდა, რაც სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა განცხადება გენერალურ პროკურატურასთან დღეს გააკეთა და უწყებას გამოძიებული საქმეების ახლიდან გამოძიებისკენ მოუწოდა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი