მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ტრამვაის ძველი ისტორია 20 წლის წინ დასრულდა. ნომერი მე-12 მარშრუტი იყო ის სატრანსპორტო ხაზი, რომელიც ყველაზე ბოლოს გაუქმდა. ის დიდუბეს ზემო ავჭალასთან აკავშირებდა. ორი ათეული წლის შემდეგ, სწორედ აქედან იწყება რელსებზე მოძრავი ტრანსპორტის ისტორიის ახალი თავიც. ტრამვაის დაბრუნების იდეა უკვე ხელშეკრულებად და კონკრეტულ სამშენებლო პროექტად იქცა.

დოკუმენტებს ხელი საკრებულოს შენობაში მოეწერა. ტრამვაის ახალი ხაზის პროექტირებას და მშენებლობას თურქული ერთობლივი საწარმო განახორციელებს, რომელიც სამ გამოცდილ კომპანიას აერთიანებს. თურქულ კონსორციუმს შესრულებული აქვს ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა სტამბოლის მეტროს გვირაბების სარკინიგზო ხაზების მოწყობა.

დიდი დიღმიდან დიდუბემდე 11 გაჩერება იქნება. პროექტი მოიცავს ტრამვაის დეპოს მშენებლობასაც. დეპოში აშენდება მთავარი და საევაკუაციო შესასვლელ-გასასვლელები, მოეწყობა ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის ქსელი და სისტემა. ხაზის მშენებლობის პარალელურად, გამოცხადდება ტენდერი 10 ერთეული ტრამვაის შემადგენლობის შესყიდვაზე.

ტრამვაის ხაზის მოწყობის შედეგად, დიდი დიღმის დასახლება ქალაქის ცენტრს დაუკავშირდება. გაიზრდება ხელმისაწვდომობა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, რაც მგზავრებისთვის გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი