მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ
დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ

დონალდ ტრამპი, ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება - მომლაპარაკებლები შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ

რუსთავი 27 სექტემბერი, 2026, 21:48|rustavi2.ge

დონალდ ტრამპი ჯარედ კუშნერს და სტივ უიტკოფს თეთრ სახლში ელოდება. მომლაპარაკებლები რამდენიმე საათში შტატების პრეზიდენტს მოსკოვში და კიევში გამართული შეხვედრების შედეგებს გააცნობენ, რის შემდეგაც, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტრამპი ჯერ პუტინს, შემდეგ კი ზელენსკის დაურეკავს.

შტატებს, უკრაინას და რუსეთს შორის მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატის აღდგენა სურს. ინიციატივის მთავარი მიზანი ომის დასრულება და სამშვიდობო პაკეტის შემუშავებაა. ვაშინგტონის განცხადებით, აუცილებელია ისეთი ჩარჩო-შეთანხმების გაფორმება, რომელიც მოსკოვს და კიევს შორის გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს.

კიევში ამერიკელი მომლაპარაკებლების ვიზიტისას გამართულ დისკუსიებს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებების შინაარსი მედიას ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააცნო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საუბრის მთავარი თემა უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული საკითხები იყო. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი შესაძლოა ზამთარშიც გაგრძელდეს, ამიტომ, კიევს ამერიკისგან თხევად ბუნებრივი აირი, ხოლო ევროპელი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

კიევში ვაშინგტონის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი მოსკოვმაც გააკეთა. კრემლის პრესსპიკერმა სამმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების აღდგენის შესაძლებლობა არ გამორიცხა. დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრების თარიღზე და ადგილზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია.

დიპლომატიური ძალისხმევის პარალელურად, რუსეთის ძალები უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე თავდასხმას განაგრძობენ. დღეს დრონებისა და რაკეტების სამიზნე ზაპოროჟიე, სლავიანსკი და ხერსონი გახდა. არის მსხვერპლი. მიმდინარეობს სახანძრო-სამაშველო და სამძებრო ოპერაციები.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • ტრამპი: აშშ-ის სასარგებლოდ საფონდო ბირჟაზე მილიარდები ვიშოვეBM.GE
  • ტრამპმა რუკის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ნიუ-მექსიკოს „ნიუ ამერიკა“ უწოდაიმედი
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
  • დონალდ ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევს ეწვევიანფორმულა
ტრამპის →კიევში →სახლის →

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

რუსთავი 2

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ პორტსმუთში მოქალაქეებმა 140 მიგრანტის ჩასვლა გააპროტესტეს და გზები გადაკეტეს

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ პორტსმუთში მოქალაქეებმა 140 მიგრანტის ჩასვლა გააპროტესტეს და გზები გადაკეტეს

რუსთავი 2

ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუკა, სადაც ნიუ-მექსიკოს შტატი "ახალ ამერიკად" არის მოხსენებული

ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რუკა, სადაც ნიუ-მექსიკოს შტატი "ახალ ამერიკად" არის მოხსენებული

რუსთავი 2

13 წუთიანი უწყვეტი ოვაციები - მარტინ მაკდონაჰის ნამუშევარს კრიტიკოსები ოქროს ლომის მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ, ჯონ მალკოვიჩს კი "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ

13 წუთიანი უწყვეტი ოვაციები - მარტინ მაკდონაჰის ნამუშევარს კრიტიკოსები ოქროს ლომის მთავარ კანდიდატად მიიჩნევენ, ჯონ მალკოვიჩს კი "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ

რუსთავი 2