მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ევროკომისია მიიჩნევს, რომ სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების კონკრეტული თარიღის დასახელება ამ ეტაპზე ნაადრევია.

ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა, პაულა პინიომ განმარტა, რომ სომხეთმა ამ მიმართულებით ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს და შესაბამისი რეფორმები გაატაროს.

ჟურნალისტმა შეკითხვისას უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესაძლო თარიღად 2029 წელი დაასახელა - ვადა, რომლისთვისაც ოფიციალური ერევანი ამ მიმართულებით პროცესის დასრულებას აანონსებს.

"ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. რისი თქმაც შეგვიძლია, არის ის, რომ არსებობს მთელი რიგი მიმართულებები, რომლებზეც ვმსჯელობთ. როგორც კი ეს მიმართულებები სათანადოდ მომწიფდება, სომხეთთან დაახლოებისა და გაძლიერებული თანამშრომლობის პროცესში შემდეგ ეტაპზე გადავალთ", - განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა პაულა პანიომ.

ლუკა ჩლაიძე

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაფერი იქნება საზოგადოებისთვის საჯარო, ყველას ექნება შესაძლებლობა, თვალი ადევნოს სამართლებრივ მსჯელობას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია თითოეულ პარტიასთან დაკავშირებული საკითხი - ნიკოლოზ სამხარაძე

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში მიმდინარე არეულობებზე პასუხისმგებლობა "მემარცხენე ექსტრემისტებსა" და მიგრანტებს დააკისრა

რუსთავი 2

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

ცოტნე კობერიძე ევროკავშირში ინტეგრაციაზე: გეოგრაფია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს - არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გამო რაღაცები გვეპატიება

რუსთავი 2

ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილი