მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მილიონობით ნაღდი ფული, ოქროულობა და ძვირადღირებული ნივთები - კონკრეტულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად ყოფილი პრემიერი საკნიდან წერილების გამოქვეყნებას განაგრძობს
მილიონობით ნაღდი ფული, ოქროულობა და ძვირადღირებული ნივთები - კონკრეტულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად ყოფილი პრემიერი საკნიდან წერილების გამოქვეყნებას განაგრძობს

მილიონობით ნაღდი ფული, ოქროულობა და ძვირადღირებული ნივთები - კონკრეტულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად ყოფილი პრემიერი საკნიდან წერილების გამოქვეყნებას განაგრძობს

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 07:13|rustavi2.ge

ერთ დროს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურა, დღეს კი პატიმარი, რომელიც საჯარო პოლიტიკაში ამჯერად ციხიდან ერთვება. ირაკლი ღარიბაშვილის წერილები უკვე პოლიტიკური ქრონიკის ნაწილად იქცა, ყოველ ახალ გზავნილს კი ახალი შეფასებები მოსდევს მმართველი გუნდიდან.ამჯერად დავის საგანი ღარიბაშვილის პრემიერობის წლების შეფასებაა. ექსპრემიერი იმ პერიოდის შედეგებში საკუთარ როლზე საუბრობს, "ქართულ ოცნებაში" კი მოვლენების ასეთ აღწერას არ ეთანხმებიან და ექსპრემიერს ურჩევენ, იმ უკანონო შემოსავლებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს, რომლებმაც ის საბოლოოდ პატიმრობამდე მიიყვანა.

უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით დააკავეს, საპატიმროში ყოფნისას კი ქრთამის აღებაშიც ამხილეს, თუმცა მაინც თვლის, რომ მართალია. თავისი სიმართლის დამტკიცებას კი ციხიდან გამოგზავნილი წერილებით ცდილობს.

საკნის ეპისტოლეების ფონზე, ყოფილი თანაგუნდელები ღალატში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ რაც უფრო ხშირად წერს, მით უფრო იცვლის პოლიტიკურ სახეს და რუსთავის პენიტენციური დაწესებულების სხვა საკანში მყოფ ცნობილ მეზობელს ემსგავსება.

ქაღალდზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი ლამაზად იქარგება: როგორ აყვავდა ქვეყანა მისი მმართველობისას, როგორ გაძლიერდა სახელმწიფო და როგორ გაიზარდა ეკონომიკა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილი ამ ისტორიულ მატიანეში მხოლოდ საკუთარ დამსახურებას ახსენებს და საერთოდ არაფერს ამბობს გუნდზე. იმ გუნდზე, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა და შესაძლებელი გახადა. ყოფილი თანამებრძოლები მის წერილებში მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, როცა პასუხისმგებლობის გადანაწილებისა და საყვედურების ჯერი დგება.

მილიონობით ნაღდი ფული, ოქროულობა და ძვირადღირებული ნივთები - ღარიბაშვილის სახლში აღმოჩენილი ურიცხვი ქონების წარმომავლობაზე პასუხები დღემდე არ არსებობს. ამასობაში, პროკურატურამ ახალი ბრალიც წაუყენა: 750 000 ლარი ქრთამის სახით იმ გარიგებიდან, რომელმაც სახელმწიფოს 7 მილიონიანი ზარალი მიაყენა. კონკრეტულ კითხვებზე პასუხის ნაცვლად კი, ყოფილი პრემიერი ისევ ნაცად მეთოდს - ისრების გადატანასა და პოლიტიკურ მანიპულაციებს მიმართავს.

თვითკმაყოფილი ღარიბაშვილი საზოგადოებასაც მიმართავს და რიტორიკულად ეკითხება: მისი წასვლის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა? ყოფილ პრემიერს, რომლისგანაც ერთი უბრალო პასუხია საჭირო - საიდან გაჩნდა მილიონები მის ჯიბეში, ყურადღება ხელისუფლების საქმიანობაზე გადააქვს. თუმცა, ამ იაფფასიან მანიპულაციას პასუხს ისევ ფაქტები სცემს. ღარიბაშვილის მიერ შეთავაზებულ შედარებას პარლამენტის თავმჯდომარე IRI-ს ბოლო კვლევით პასუხობს.

პოლიტიკურ საქმიანობის ეფექტიანობაზე დავა შეიძლება გაგრძელდეს, თუმცა ქონების წარმომავლობაზე დასმული კითხვების პასუხად მიღწევების ჩამონათვალი ვერ გამოდგება. ყოფილი პრემიერი ცდილობს საზოგადოებას გაახსენოს, რა დაუტოვა მან ქვეყანას. საზოგადოებას კი აინტერესებს - რა დაიტოვა მან თავისთვის?

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ყოფილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • რუსეთში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თეიმურაზ გოგიაშვილი დააკავესBM.GE
  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მოსკოვში პატრიარქის შესაძლო ვიზიტზე: ნებისმიერი ეკლესია, როდესაც ჩამოდის ან ჩვენ როდესაც ვსტუმრობთ მათ, ყოველთვის არის საუბარი, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს, თუმცა კონკრეტული რაიმე არ ყოფილაიმედი
  • ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე 500 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლესფორმულა
  • მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას პასუხი გავცეთ - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანიტვ პირველი
ყოფილი →პრემიერი →

მსგავსი სტატიები

"შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა

"შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა

რუსთავი 2

"კიბო განაჩენი არ არის" - "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შედგა

"კიბო განაჩენი არ არის" - "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შედგა

რუსთავი 2

"4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან აშკარა მცდელობა, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - სოზარ სუბარი

"4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან აშკარა მცდელობა, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - სოზარ სუბარი

რუსთავი 2

"ეს იყო ძალიან დიდი შავი ლაქა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გადატრიალებას დაუჭირა მხარი" - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

"ეს იყო ძალიან დიდი შავი ლაქა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გადატრიალებას დაუჭირა მხარი" - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

რუსთავი 2