მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ტანსაცმლის 137 ნიმუშის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 49 მწარმოებელი იტყუება - რა საფრთხეს უქმნის ქსოვილის შესახებ ეტიკეტზე დატანილი არასწორი ინფორმაცია მომხმარებელს | Rustavi2
ტანსაცმლის 137 ნიმუშის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 49 მწარმოებელი იტყუება - რა საფრთხეს უქმნის ქსოვილის შესახებ ეტიკეტზე დატანილი არასწორი ინფორმაცია მომხმარებელს | Rustavi2

ტანსაცმლის 137 ნიმუშის გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 49 მწარმოებელი იტყუება - რა საფრთხეს უქმნის ქსოვილის შესახებ ეტიკეტზე დატანილი არასწორი ინფორმაცია მომხმარებელს | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ტენსელი - ეს არის ბუნებრივი ქსოვილი, წარმოებული მცენარეული ბოჭკოდან, შესაბამისად, სამოსის ეტიკეტი იძლევა ინფორმაციას, რომ ის ბუნებრივი მატერიისგან შეიკერა.

ბოლო პერიოდის ტენდენციაა, რომ მომხმარებელმა ტანსაცმელი შემადგენლობის მიხედვით შეიძინოს. მკვლევრები კი დაინტერესდნენ, რამდენად შეესაბამება ეტიკეტზე დატანილი შემადგენლობა რეალობას.

ევროკავშირმა ამისათვის ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა. გაირკვა, რომ კონტინენტის მასშტაბით ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეძენილი 137 ერთეულიდან 49 ეტიკეტი იტყუება.

ანუ შემოწმებული მწარმოებლების 37% ცდილობს მყიდველი შეცდომაში შეიყვანოს. არწმუნებს, რომ სინთეზურის ნაცვლად ბუნებრივ ქსოვილს ყიდულობს, ან ეტიკეტზე საერთოდ არ უთითებს ისეთ შემადგენლობას, რაც შეიძლება რიგი მომხმარებლებისთვის ალერგიული გამოვლინების მიზეზი გახდეს. ამიტომ, ბაზრიდან, შემოწმებული სამოსის ნაწილი საერთოდ ამოიღეს.

რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ბუნებრივი ქსოვილი უხარისხო და რა საფრთხე შეიძლება მოდიოდეს ამგვარი ტანსაცმლისგან - ბუნებრივი ქსოვილი ტოქსიკური ხდება არაბუნებრივი საღებავებით შეღებვისას.

ექიმები საკუთარი გამოცდილებით საუბრობენ. კლინიკებს პაციენტები სამოსიდან მომდინარე უხილავი საფრთხის შედეგებით ხშირად მიმართავენ.

სახიფათო სამოსის შეუიარაღებელი თვალით ამოცნობა შეუძლებელია. ის, რომ ტანსაცმელი მავნეა, სხეულზე ექსპოზიციის შემთხვევაში ვლინდება, რისკ ჯგუფებს კი, ბავშვები, ალერგიული, მგრძნობიარე და პრობლემური კანის მქონე პაციენტები წარმოადგენენ.

სამოსს ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად გარემოს დაზიანებაც შეუძლია. ეკოლოგები გარემოზე ტანსაცმლის ინდუსტრიის ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ, ხსნას კი მხოლოდ სამოსის მოხმარების შემცირებაში ხედავენ.

იმისთვის, რომ სამოსი არ იყოს უხილავი საფრთხის მატარებელი დედამიწისთვის, ეკოლოგები მოხმარების შემცირებისკენ მოგვიწოდებენ, ექიმები კი გვირჩევენ - უარი ვთქვათ მკვეთრ ფერებზე, ბუნებრივ ქსოვილზე გავაკეთოთ არჩევანი როდესაც ვირჩევთ შიდა ტანზე მომდგარ სამოსს და ტანსაცმელი შეძენიდან მოხმარებამდე აუცილებლად გავრეცხოთ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა

"შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა

რუსთავი 2

"კიბო განაჩენი არ არის" - "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შედგა

"კიბო განაჩენი არ არის" - "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შედგა

რუსთავი 2

"4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან აშკარა მცდელობა, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - სოზარ სუბარი

"4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან აშკარა მცდელობა, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - სოზარ სუბარი

რუსთავი 2

"ეს იყო ძალიან დიდი შავი ლაქა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გადატრიალებას დაუჭირა მხარი" - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე