მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ წლების განმავლობაში ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს - მისი ექსტრადირება თბილისის აეროპორტიდან სპეცრეისით შესრულდა
ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ წლების განმავლობაში ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს - მისი ექსტრადირება თბილისის აეროპორტიდან სპეცრეისით შესრულდა

ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი საშიში დამნაშავე, FBI-ის​ მიერ წლების განმავლობაში ძებნილი დავუდ ანსარი გადასცეს - მისი ექსტრადირება თბილისის აეროპორტიდან სპეცრეისით შესრულდა

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 07:16|rustavi2.ge

2026 წლის 23 სექტემბერი - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სრულიად საიდუმლოდ და უსაფრთხოების პროტოკოლის დაცვით FBI-ის სპეცრეისი დაეშვა. Gulfstream G550-ის ბორტზე ფედერალური ბიუროს ათობით აგენტი იმყოფებოდა.

ქართველმა სამართალდამცველებმა ამერიკელ კოლეგებს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე, 41 წლის დავუდ ანსარი გადასცეს. იმავე დღეს, FBI-ის თვითმფრინავი ნიუ-იორკში, კენედის აეროპორტში ჩაფრინდა და ბრალდებული განსაკუთრებული დაცვის თანხლებით, სასჯელაღსრულების სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ვინ არის დავუდ ანსარი, რომელსაც შეერთებული შტატები 10 წლის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ეძებდა? ამ კითხვაზე პასუხს FBI-ის დირექტორის, კეშ პატელის განცხადება სცემს, რომელმაც ქართველ პარტნიორებს მადლობა პირადად გადაუხადა.

"კურიერი P.S."-მა მოიპოვა განსაკუთრებით საშიში დამნაშავის წინააღმდეგ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ მომზადებული საბრალდებო დასკვნა. დოკუმენტში წერია, რომ ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" გავლენიანი ფიგურა, წლების განმავლობაში მართლმსაჯულებას სხვადასხვა ქვეყანაში ემალებოდა და მისი დაპატიმრება მხოლოდ საქართველოში გახდა შესაძლებელი. მასობრივად სიკვდილით დასჯა, თავის მოკვეთის სცენები, გატაცებები, წამება და ტერორისტული აქტები - ეს ის დანაშაულებია, რომლებსაც საქართველოში დაკავებული და შეერთებულ შტატებში ექსტრადირებული დავუდ ანსარი პირადად აფინანსებდა.

საქმის მასალებში დევს მტკიცებულებებიც და ბრალდებულის დოსიეც. დგინდება, რომ წარმოშობით უზბეკი და ამერიკის ნატურალიზებული მოქალაქე დავუდ ანსარი ნიუ-იორკში ფლობდა ე.წ. ჩაიხანას, რომლის საფარქვეშ თანამზრახველებთან ერთად აქტიურად ეწეოდა ტერორიზმის დაფინანსებისთვის საჭირო თანხების მობილიზებას. გამოძიების მასალებით ირკვევა ისიც, რომ ახალგაზრდების რეკრუტირება და მათთვის თანხების გადაცემა სწორედ ე.წ. ჩაის წვეულებებზე ხდებოდა. "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საბრძოლველად მხოლოდ 2013 წელს მან სამი ადამიანის გამგზავრება დააფინანსა, სამივე მათგანი სირიაში დაიღუპა.

დავუდ ანსარი შეერთებული შტატებიდან 10 წლის წინ, მას შემდეგ გაიქცა, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მისი სამი თანამზრახველი საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით დააკავა. მან თურქეთის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთი აიღო და მას შემდეგ აღარავის უნახავს. 10 წლის შემდეგ ძებნილის კვალი საქართველოში გამოჩნდა. ის თბილისში ტაშკენტის რეისით ჩამოვიდა და მალევე ქართველი სამართალდამცველების ხელში აღმოჩნდა. საექსტრადიციო პროცედურების დასრულების შემდეგ ნიუ-იორკის რადიკალიზებული ჯგუფის ლიდერი, შეერთებულ შტატებს გადასცეს.

შეერთებულ შტატებში უკვე გაასამართლეს და მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დავუდ ანსარის სამ თანამზრახველს. მათ შორის არის უზბეკეთის მოქალაქე ახრორ საიდახმეტოვიც, რომელიც ბრუკლინში მაშინ დააკავეს, როცა ის დავუდ ანსარის დაფინანსებით სირიაში გამგზავრებას და ჯიჰადში მონაწილეობას გეგმავდა. საიდახმეტოვი სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებში აღფრთოვანებას გამოხატავდა "ისლამური სახელმწიფოსთვის" ფიცის დადებისა და უდანაშაულო ადამიანებისთვის თავის მოკვეთის ვიდეოებზე.

დავუდ ანსარის კიდევ ერთმა თანამზრახველმა აბდურასულ ჯურაბოევმა კი დაკითხვის დროს აღიარა, რომ მზად იყო, ISIS-ის სახელით ამერიკის ტერიტორიაზე განეხორციელებინა ე.წ. მოწამეობრივი აქტი და ბრძანების მიღების შემთხვევაში მოეკლა შეერთებული შტატების იმჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

ამ ძალადობრივი ქსელის ლიდერი მალე ამერიკის მართლმსაჯულების წინაშე წარდგება. ის უკვე მეშვიდეა იმ განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს შორის, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • პეტრე მამრაძე: ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთანიმედი
  • როგორ გაუარესდა ისტორიულ მინიმუმამდე საქართველოში პრესის თავისუფლება „ოცნების“ წლებშინეტგაზეთი
  • EBRD-მა 2026 და 2027 წლების საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდაBM.GE
  • EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავსფორმულა
წლების →თბილისის →

მსგავსი სტატიები

"შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა

"შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართა

რუსთავი 2

"კიბო განაჩენი არ არის" - "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შედგა

"კიბო განაჩენი არ არის" - "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შედგა

რუსთავი 2

"4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან აშკარა მცდელობა, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - სოზარ სუბარი

"4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან აშკარა მცდელობა, ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ გარედან ძალიან მკაფიო მხარდაჭერა - სოზარ სუბარი

რუსთავი 2

"ეს იყო ძალიან დიდი შავი ლაქა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გადატრიალებას დაუჭირა მხარი" - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

"ეს იყო ძალიან დიდი შავი ლაქა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის პროცესში, როდესაც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გადატრიალებას დაუჭირა მხარი" - ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე

რუსთავი 2