მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეებსა და ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და ცენტრში განხორციელებულ საქმიანობას გაეცნო.

ინკლუზიური განათლების ცენტრი 2016 წლიდან ფუნქციონირებს. მისი საქმიანობა სასწავლო პროცესთან არის ინტეგრირებული და მოსწავლეებს საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს.

"პირველი ლედის ბათუმში ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვების მხარდაჭერასა და ისეთი გარემოს მნიშვნელობას, რომელიც თითოეულ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების განვითარებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალებას აძლევს", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმინდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმინდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

რუსთავი 2

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 9 თვეში უკანონო ტყითსარგებლობის 1203 ფაქტი გამოავლინა

რუსთავი 2

პოლიციამ გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ გარდაბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

რუსთავი 2