მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 10:37|rustavi2.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფის" გავლით, მის მართვაში არსებულ ავტომობილის სათადარიგო აკუმულატორში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, მალულად შემოიტანა 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობა. ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 1 700 000-მდე ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი. დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალიიმედი
  • პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა "პირველების" ინფორმაცია, რომ პატიმარი რუსთავის ციხეში გარდაცვლილი ნახესტვ პირველი
  • "სადახლო" ₾45 000-მდე ღირებულების მედიკამენტების მანქანაში გაკეთებული სამალავით შემოიტანეს - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

რუსთავი 2

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავი 2

იემენის მთავრობამ ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

იემენის მთავრობამ ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

რუსთავი 2

გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

რუსთავი 2