მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია
ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 10:55|rustavi2.ge

მსოფლიო ბანკმა, გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში, ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. პროექტ ევრომონიტორის ფარგლებში, ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. საქართველოს პარლამენტმა შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა.

აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით საქართველო პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში 16-ე პოზიციაზე იყო.

2025 წლის პარლამენტის ნდობის ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იტალია,საფრანგეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ლიეტუვა,ლატვია, ბელგია, მალტა, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, ალბანეთი, ხორვატია, რუმინეთი, სლოვაკეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, სლოვენია.

"ევრობარომეტრი" არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის - როგორც ევროკავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისე პოლიტიკური თუ სოციალური ხასიათის თემებზე არსებული განწყობების შესასწავლად. "ევრობარომეტრი" უზრუნველყოფს ხარისხიან და აქტუალურ მონაცემებს საზოგადოებრივი აზრის ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის, მედიისა და ფართო საზოგადოებისთვის.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

რუსთავი 2

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავი 2

იემენის მთავრობამ ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

იემენის მთავრობამ ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

რუსთავი 2

გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

რუსთავი 2