მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 11:24|rustavi2.ge

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის აგრარული სფეროს შესახებ ინფორმაციისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდა, აგრარული პროფესიების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესების ხელშეწყობა.

თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ აგრარული სფეროს თანამედროვე მიმართულებებს, პროფესიებსა და დასაქმების შესაძლებლობებს, ასევე მიიღონ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აგრარულ სფეროში მოთხოვნად და დეფიციტურ პროფესიებს. ამ მიმართულებით დაგეგმილია ახალგაზრდებისთვის საინფორმაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების, ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელება.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ახალგაზრდული, გარემოსდაცვითი და აგრარული ინიციატივების ერთობლივ დაგეგმვასა და განხორციელებას.

"დღეს აგრარულ მიმართულებებში არაერთი პროფესიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ახალი თაობის ჩართულობა. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში ახალგაზრდებს მივაწვდით ინფორმაციას აგრარულ სფეროში არსებული პროფესიული შესაძლებლობების შესახებ და შევუქმნით შესაბამისი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების შესაძლებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ საკუთარ რეგიონებში შეძლონ ამ შესაძლებლობების გამოყენება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა.

თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ასევე იმუშავებენ აგრარული სფეროს შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდისა და პროფესიული არჩევანისთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება

რუსთავი 2

ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია - თენგიზ შარმანაშვილი

ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია - თენგიზ შარმანაშვილი

რუსთავი 2

"სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას, გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე" - ომბუდსმენის ოფისი

"სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას, გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე" - ომბუდსმენის ოფისი

რუსთავი 2

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

რუსთავი 2