მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. "სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას, გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე" - ომბუდსმენის ოფისი
"სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას, გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე" - ომბუდსმენის ოფისი

"სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას, გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა, ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე" - ომბუდსმენის ოფისი

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 11:46|rustavi2.ge

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის შესახებ, განცხადებას ავრცელებს.

"3-4 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოინახულეს მსჯავრდებული გიორგი დავითაძე და სამი სხვა პატიმარი, რომლებიც გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს აპროტესტებდნენ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2026 წლის 4 ოქტომბერს გიორგი დავითაძემ რამდენიმე გაურკვეველი მცირე ზომის საგანი გადაყლაპა. სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას გიორგი დავითაძემ განმარტა, რომ თავს კარგად გრძნობდა. ამასთან, იგი უარს აცხადებდა კლინიკაში გადაყვანაზე.

დავითაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პროტესტის ფორმას წარმოადგენს და იგი კლინიკაში გადაყვანას არ დათანხმდება, ვიდრე მისი მხარდაჭერისათვის დეესკალაციის ოთახებში გადაყვანილ პატიმრებს საკნებში არ დააბრუნებდნენ.

სახალხო დამცველის რწმუნებულები, ასევე იმ პატიმრებს გაესაუბრნენ, რომლებმაც გიორგი დავითაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. მათ პროტესტის მიზეზებსა და დაწესებულებაში არსებულ პირობებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი დავითაძის უფლებების დაცვის საკითხის მონიტორინგს", - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება

საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი გრძელდება

რუსთავი 2

ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია - თენგიზ შარმანაშვილი

ALDE-ს არანაირი ღირებულებები არ გააჩნია - თენგიზ შარმანაშვილი

რუსთავი 2

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

იმერეთის პოლიციამ 14 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

რუსთავი 2

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავი 2