მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან
გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 12:18|rustavi2.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა ახალგაზრდებთან, რომლებიც 3 თვის განმავლობაში სამინისტროს სისტემაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

გივი მიქანაძემ სტაჟიორებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების კუთხით სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მინისტრმა ახალგაზრდების მოსაზრებები მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2026 წლის სექტემბრიდან გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა საჯარო დაწესებულებებში.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში, ჯამში, 94 ახალგაზრდა შეირჩა. 2025 წელს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, 30-მდე ახალგაზრდა დასაქმდა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამომავლო პერსპექტივებში მათი ჩართულობითა და მიზანდასახულობით, შესაძლოა, არა მხოლოდ გაიხანგრძლივონ სტაჟი, არამედ საბოოლოდ შემოუერთდნენ მათ გუნდს.

"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა პერსპექტივები და რა შესაძლებლობებია. რაც მთავარია, მაქსიმალურად მათზეა დამოკიდებული, მათი ჩართულობით, მათი შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით, შეუძლიათ, ისევე როგორც სხვა სტაჟიორებმა, არა მარტო გაიხანგრძლივონ სტაჟი, არამედ საბოლოოდ შემოუერთდნენ იმ დიდ ოჯახს, რომელსაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰქვია", - განაცხადა გივი მიქანაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • "სამინისტროს მარტში მივმართეთ, მაგრამ პასუხი დღემდე არაა"|რატომ ფერხდება ნუნისში $5 მილიონზე მეტი ინვესტიცია?|ინტერვიუBM.GE
  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხო ქვეყნის რიგით მოქალაქეებსა და დიპლომატებს უკრაინაში მგზავრობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებსიმედი
  • ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარესფორმულა
  • აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდატვ პირველი
სამინისტროს →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგ დაპირისპირებაზე: ეს არის წარსული - მე, როგორც თბილისის მერი, მთლიანად გადართული ვარ ქალაქში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე

კახა კალაძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მორიგ დაპირისპირებაზე: ეს არის წარსული - მე, როგორც თბილისის მერი, მთლიანად გადართული ვარ ქალაქში არსებული გამოწვევების მოგვარებაზე

რუსთავი 2

კახა კალაძე: უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო. ახლაც იგივე დავალება აქვთ მიცემული გარე პატრონებისგან

კახა კალაძე: უსამშობლო აგენტურამ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა 2012 წლამდე დაიწყო. ახლაც იგივე დავალება აქვთ მიცემული გარე პატრონებისგან

რუსთავი 2

ლევან ჟორჟოლიანი: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზე, 2025 წლის მონაცემებთან შედარებით, გვაქვს 40%-იანი ზრდა, ხოლო უნიკალური აპლიკანტების ნაწილში 20%-იანი​, რაც ადასტურებს ახალგაზრდების მზარდ ინტერესს, საჯარო სამსახურში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება

პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ინდოეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 2