მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. წლების განმავლობაში, აჯანჯღარებდნენ ჩვენს ქვეყანას და არ ასვენებდნენ, არ მშვიდდებოდა პოლიტიკური პროცესი - გიორგი გაბუნია ALDE-ზე | Rustavi2
წლების განმავლობაში, აჯანჯღარებდნენ ჩვენს ქვეყანას და არ ასვენებდნენ, არ მშვიდდებოდა პოლიტიკური პროცესი - გიორგი გაბუნია ALDE-ზე | Rustavi2

წლების განმავლობაში, აჯანჯღარებდნენ ჩვენს ქვეყანას და არ ასვენებდნენ, არ მშვიდდებოდა პოლიტიკური პროცესი - გიორგი გაბუნია ALDE-ზე | Rustavi2

რუსთავი 2|rustavi2.ge

არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში NGO-ბის გაუმჭვირვალედ საქმიანობის სურვილი - "ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს.

უცხოური პოლიტიკური პარტია ALDE ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას სთხოვს - მიზეზი არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გასვლაა.

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა ევროპისთვის წერილი უკვე გაუგზავნა კაია კალასს და მარტა კოსს, რომლებიც ამავე ალიანსის ლიდერები არიან. ALDE-ს ჯგუფში შედის ქართული ოპოზიციური პარტიების ნაწილიც.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ქვეყანაში მუდმივად სტაბილური გარემო იყო.

"არაფრის არ გვეშინია და არაფერს გავურბივართ. ბოლომდე დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში ფინანსდებოდნენ, მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები მოქმედებდნენ ასევე უკრაინაში და ვხედავთ, სადამდე მიიყვანეს უკრაინული სახელმწიფო - განადგურების პირამდე მიიყვანეს. ანალოგიური სცენარები იყო აქაც დაგეგმილი.

წლების განმავლობაში, აჯანჯღარებდნენ ჩვენს ქვეყანას და არ ასვენებდნენ, არ მშვიდდებოდა პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში და აი, ასეთი აგენტურული ქსელების მეშვეობით მუდმივად ცდილობდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოფილიყო ქაოსი და პოლიტიკური რადიკალური პროცესები.

მოვახერხეთ, რომ ყველაზე მძიმე დროს, მაშინ, როდესაც მსოფლიოში პრაქტიკულად, შეიარაღებით მიმდინარეობს მესამე მსოფლიო ომი, ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, არის ეკონომიკური განვითარება. ყველა იმ ძალასა და იმ პოლიტიკურ აქტორს, რომელიც გარე დავალებებით ცდილობდა ქვეყანაში ძალადობრივი პროცესების განვითარებას, მიეჩინა საკუთარი პოლიტიკური ადგილი", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • პეტრე მამრაძე: ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთანიმედი
  • როგორ გაუარესდა ისტორიულ მინიმუმამდე საქართველოში პრესის თავისუფლება „ოცნების“ წლებშინეტგაზეთი
  • EBRD-მა 2026 და 2027 წლების საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდაBM.GE
  • EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავსფორმულა
წლების →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: ევროპასთან მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ისე, ვიღაცამ ზემოდან შემოგვხედოს და გაგვიბრაზდნენ სანქციებს რატომ არ მიუერთდით ან მეორე ფრონტი რატომ არ გახსენითო

ერთა ლიგის გათამაშების მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება

ერთა ლიგის გათამაშების მეოთხე ტურში საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება

რუსთავი 2

ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

რუსთავი 2

კახა კალაძე: 2012 წლიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, პრინციპულია, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და ხელშეუხებელი

კახა კალაძე: 2012 წლიდან ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი, პრინციპულია, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და ხელშეუხებელი

რუსთავი 2