მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

"ევროსტრუქტურიდან 4 ოქტომბრის საქმეზე მხოლოდ წახალისება მოვისმინეთ, რადგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მათ მიერ დაფინანსებული იყო", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი წლის შემდეგაც, 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპის შესაბამისი სტრუქტურებიდან რეაგირება არ ყოფილა.

„მე არანაირი განცხადება არ მომისმენია ევროსტრუქტურიდან, პირიქით მხოლოდ წახალისება ხდებოდა, რადგან ეს ყველაფერი მათ მიერ დაგეგმილი იყო. მათი ხელშეწყობითა და დაფინანსებით დაიწყო კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციასთან დაკავშირებით. მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში არსებული ხელისუფლება დაემხოთ.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ თუ შევხედავთ, რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით და საიდან იმართება, სწორედ ეს ჩანს, რომ მათ სურთ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები მოიყვანონ, რათა შემდეგ ქვეყანა და ქართველი ხალხი თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა გვაქვს", - აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2