რუსთავი 2|rustavi2.ge
უნიკალური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ინოვაციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რეგიონულ სამეცნიერო ფესტივალს უმასპინძლა.
ფესტივალის სივრცეში მოეწყო ქუთაისის ისტორიული მუზეუმისა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის #41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო და შემეცნებითი კუთხეები.
ღონისძიებაში მონაწილეობდა Horizon EU ოფისი და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტები.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა რეგიონული საგანმანათლებლო ფესტივალი მეცნიერებათა აკადემიის 85 წლის იუბილეს მიუძღვნა. ღონისძიება საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მხარდაჭერით ხორციელდება.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge