
ინფრასტრუქტურის სამინისტროს 9 თვის ბიუჯეტის შესრულებამ გეგმას 106.7 მილიონი ლარით გადააჭარბა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2026 წლის 9 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებამ 106.1% შეადგინა - საკასო ხარჯმა 1 მილიარდ 859.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილ მაჩვენებელს 106.7 მილიონი ლარით აღემატება.
უწყების ინფორმაციით, 9 თვის გეგმით გათვალისწინებული იყო 1 მილიარდ 752.5 მილიონი ლარის ათვისება, ხოლო ფაქტობრივმა შესრულებამ 1 მილიარდ 859.2 მილიონ ლარი შეადგინა.
სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდა:
• საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ - 1 მილიარდ 186.5 მილიონი ლარი, რაც 9 თვის გეგმის 110%-ია;
• საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ - 415.4 მილიონი ლარი, რაც გეგმის 94%-ია;
• საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ - 250.2 მილიონი ლარი, რაც გეგმის 112%-ია.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge