მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან - ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე
ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან - ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე

ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი უშველის და ვერავინ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან - ლევან მაჭავარიანი ენმ-ზე

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 14:59|rustavi2.ge

იმყოფებოდა თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე - ეს თემა ნაციონალურ მოძრაობაში ახალი დაპირისპირების მიზეზია.

გავრცელებული ინფორმაციით აქციისგან დისტანცირებისთვის გიული ალასანიასა და ნანუკა ჟორჯოლიანს შორის დაპირისპირება მოხდა და სააკაშვილის დედამ ჟორჟოლიანს ექსპრეზიდენტის დანაბარებიც გადასცა რომ სააკაშილი ჟორჟოლიანით იმედგაცრუებულია.

ამ ინფორმაციას "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ნანუკა ჟორჟოლიანმა ჭორი უწოდა, ცოტა ხანში კი ვიდეო მიმართაც გაავრცელა, რომელშიც ამ კონკრეტულ კითხვებზე საუბრის ნაცვლად ყურადღების გადატანა სხვა თემებით სცადა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საზოგადოება უარყოფს გარედან მართვას, მუდმივ საბოტაჟს, რევოლუციურ სცენარებსა და ქვეყნისთვის სანქციების მოთხოვნას.

"არაფერი არ ეშველებათ, ვერც ნანუკა ჟორჟოლიანი ვერ უშველის და ვერავინ ვერ უშველის დედამიწის ზურგზე, ისეთ დღეში არიან კონკრეტულად დედა ნაციონალური მოძრაობა და ჯამში კოლექტიური ნაცები ეს აგენტურა.

ისინი თავიდან ბოლომდე არიან გაშიფრული და უკვე მომხრეებსაც ვერ კრიბავენ ისეთ აქციებზე, რომელსაც აანონსებენ კვირებით ადრე, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველი ხალხი მათ უარს ეუბნება. უარს ეუბნება ქართველი ხალხი გარედან ქვეყნის მართვას, უარს ეუბნება ამდენ საბოტაჟირებას, მუდმივ რევოლუციურ სცენარებს, მუდმივად ხვეწნას უცხოელებისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დასანქცირდეს.

რაც უფრო დრო გავა, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაიკლებს, რაზეც ძალიან კარგად იმეტყველა მათ შორის IRI-ის კვლევამ, სადაც ჩანს რეალური სურათი ოპოზიციურ ფლანგზე - ისინი არიან აბსოლუტურად განულებულები,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ - ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე

ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ - ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა

რუსთავი 2

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: "მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა"

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: "მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა"

რუსთავი 2

სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა გია შუბითიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა გია შუბითიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

რუსთავი 2