მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ლადო სადღობელაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ ხასიათს ატარებს
ლადო სადღობელაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ ხასიათს ატარებს

ლადო სადღობელაშვილი გიორგი დავითაძის საქმეზე: დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ ხასიათს ატარებს

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 14:49|rustavi2.ge

გიორგი დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ ხასიათს ატარებს: 2013 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღი) და 19-108-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) - გათავისუფლდა გირაოთი. 2014 წელი: მსგავსი ბრალდებით (236-ე მუხლი) - კვლავ გირაო. 2015–2017 წლები: ბრალდებები ხულიგნობის, იარაღისა და ძალადობის მუხლებით (239, 236, 125). 2019–2020 წლები: ჯგუფური ხულიგნობა და მუქარა (239-ე და 151-ე მუხლები). 2021–2023 წლები: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და მუქარა (120 და 151 მუხლები), - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, დავითაძეს პოლიციელზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის მცდელობისთვის 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, გაჩნდა ეჭვი, რომ მან უცხო საგანი გადაყლაპა დეესკალაციის ოთახში, თუმცა ეს ფაქტი დადასტურებული არ არის.

მისივე თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნისთვის შესაბამისი სამედიცინო შეფასებაა საჭირო, რაზეც დავითაძე უარს აცხადებს.

"სახელმწიფო ინტერესები და საზოგადოებრივი უსაფრთხოება დგას უპირველეს ადგილზე. დაუშვებელია, რომ მრავალგზის ნასამართლევმა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდებულმა პირმა, პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ შანტაჟისა და მანიპულაციის იარაღად გამოიყენოს საკუთარი ჯანმრთელობა.

გიორგი დავითაძის კრიმინალური ბიოგრაფია წლების განმავლობაში გრძელდება და სისტემატურ ხასიათს ატარებს:

2013 წელი: სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (იარაღი) და 19-108-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) - გათავისუფლდა გირაოთი. 2014 წელი: მსგავსი ბრალდებით (236-ე მუხლი) - კვლავ გირაო. 2015–2017 წლები: ბრალდებები ხულიგნობის, იარაღისა და ძალადობის მუხლებით (239, 236, 125). 2019–2020 წლები: ჯგუფური ხულიგნობა და მუქარა (239-ე და 151-ე მუხლები). 2021–2023 წლები: ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და მუქარა (120 და 151 მუხლები).

უმძიმესი განაჩენი და დღევანდელი რეალობა… ბოლოს დავითაძემ ზომას გადააჭარბა: მან პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მართლმსაჯულებამ მას კანონიერი და მკაცრი განაჩენი გამოუტანა - 17 წლით თავისუფლების აღკვეთა (სსკ-ის 236 და 19, 109-ე მუხლები - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა). რაც შეეხება დეესკალაციის ოთახის პროვოკაციას: მან ზუსტად იცის თავისი რეალური სასჯელის სიმძიმე, მიმართავს კლასიკურ პატიმრულ მანიპულაციას. როგორც ირკვევა, დეესკალაციის სივრცეში ყოფნისას გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან რაღაც საგანი გადაყლაპა. თუმცა, რეალობა სრულიად სხვაა: არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ მას რეალურად რამე ჩაეყლაპა. ფაქტი არ ფიქსირდება. პატიმარი კატეგორიულად უარს აცხადებს ექოსკოპიურ კვლევაზე, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს არა ჯანმრთელობის რეალურ პრობლემასთან, პირიქით მორიგ იაფფასიან შანტაჟთან სისტემის წინააღმდეგ. ე.წ. დეესკალაციის ოთახში არსებული "ნივთები" არ იძლევა იმის ვარაუდს რომ მათი გადაყლაპვით პატიმარს შეიძლება რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნას. ყოველივე ეს მხოლოდ იმის ილუსტრაციაა, თუ რაზეა წამსვლელი კრიმინალი ყურადღების მისაქცევად. სახელმწიფო არ უნდა დანებდეს კრიმინალურ შანტაჟს! კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ხოლო პენიტენციური სისტემა მკაცრად იცავს როგორც წესრიგს, ისე თითოეული მსჯავრდებულის ჯანმრთელობის პროტოკოლს, მიუხედავად მათი მანიპულაციური მცდელობებისა. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ დაუდასტურებელი და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისგან. სახელმწიფო დგას კანონის, წესრიგისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების სადარაჯოზე!" - წერს ლადო სადღობელაშვილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წლების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • პეტრე მამრაძე: ჩემთვის წყალგამყოფი იყო ევროკავშირის კონსტიტუციის ჩავარდნა, რომელსაც წლების ამზადებდნენ, ეს იყო შოკი. შემდეგ იყო ლისაბონის ხელშეკრულება 2007-2009 წლები, ეს ფუნდამენტური ადამიანური უფლებები, რომელიც სწყდებოდა კულტურას და ტრადიციებს ისეთი გზით, რომელიც აღარ იყო შეთანხმებული მოსახლეობასთანიმედი
  • როგორ გაუარესდა ისტორიულ მინიმუმამდე საქართველოში პრესის თავისუფლება „ოცნების“ წლებშინეტგაზეთი
  • EBRD-მა 2026 და 2027 წლების საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდაBM.GE
  • EU, 2028-2034 წლების ბიუჯეტში, უკრაინისთვის €100 მილიარდის გამოყოფას გეგმავსფორმულა
წლების →

მსგავსი სტატიები

ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ - ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე

ცდილობენ, ევროპული სტრუქტურები გამოიყენონ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაასანქცირონ - ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე

რუსთავი 2

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა

საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დავით არდაზიშვილი დაინიშნა

რუსთავი 2

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: "მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა"

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: "მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა"

რუსთავი 2

სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა გია შუბითიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

სასამართლომ 3000 ლარით დააჯარიმა გია შუბითიძე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილს - სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება

რუსთავი 2