მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე
ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე

ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა - ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 16:20|rustavi2.ge

პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

საქართველოს პარლამენტმა შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი მიიღო და ევროპის საუკეთესო ათეულში დაწინაურდა. ინდექსის მიხედვით, საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და NATO-ს წევრ 23 სახელმწიფოს. "ევრობარომეტრი" არის გამოკითხვის ინსტრუმენტი, რომელსაც ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტები თუ სააგენტოები იყენებენ ევროპაში საზოგადოებრივი აზრის რეგულარული მონიტორინგისთვის.

კვლევას აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ქართველ ხალხს ხელისუფლების ნდობა გააჩნია.

"ევროკავშირისა და NATO-ს 23 ქვეყანას ვუსწრებთ. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რა უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების ნდობა. 4 ოქტომბერი, ანუ რევოლუციისა და ფერადი გადატრიალებების ხანა საქართველოში დასრულებულია.

მაგრამ ეს ვერ გაიგო რადიკალურმა ოპოზიციამ და ეს ვერ გააცნობიერა ევროკავშირის მთელმა რიგმა ბიუროკრატებმა, რომლებიც ერთი წლის წინ, ღიად და საჯაროდ უჭერდნენ მხარს სახელმწიფოს გადატრიალებას და არა პარლამენტისა და არჩევნებს. ეს არის ის შეფასება, რომელიც თავიანთი კვლევებით მიიღეს მათ. რა თქმა უნდა, საქართველოში ქართველ მოსახლეობას ეს განწყობა და პოზიცია უკვე დიდი ხანია გააჩნიათ", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხელისუფლების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 115 სტატია.

  • მედვედევი: საქართველოს NATO-ში გაწევრიანების სურვილი, ახლანდელ ხელისუფლებას ესმის რომ არასწორი იყოფორმულა
  • თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაზე: ამ აქციამ გამოიწვია სრული კრახი ოპოზიციისა, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ისეთი არასწორი კურსით მიდიოდნენ, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. მათ ეგონათ, რომ ეს ხელისუფლება ძალიან სუსტი იყო, ერთი ხელის კვრაღა იყო დარჩენილი და ყველაფერი დამთავრდებოდაიმედი
  • "აღმაშფოთებელი ფაქტი, რომელიც დიდწილად ხელისუფლების ბრალია"|გიორგი ქობულია ENKA-სთვის გადასახდელ $450 მილიონზეBM.GE
  • "ვითხოვთ ხელისუფლების ჩართულობას" - „სფერო ჰოლდინგის“ დაზარალებულებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართესტვ პირველი
ხელისუფლების →ხალხის →

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის - "გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი"

პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის - "გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი"

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

რუსთავი 2