მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პაატა სალია: სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, შეინარჩუნოს სიმშვიდე პენიტენციურ დაწესებულებებში და აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანები, ისე ის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას ემსახურებიან
პაატა სალია: სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, შეინარჩუნოს სიმშვიდე პენიტენციურ დაწესებულებებში და აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანები, ისე ის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას ემსახურებიან

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 16:00|rustavi2.ge

"მინდა, ყველას მოვუწოდო და გავაფრთხილო: ერთია, როცა ჩვენ ვზრუნავთ პატიმრის უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობაზე, ღირსებასა და სიცოცხლეზე, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დავუშვათ პენიტენციურ დაწესებულებაში სიტუაციის დაძაბვის, ესკალაციის, დეზორგანიზაციის, დაუმორჩილებლობის მცდელობები – იქნება ეს გარედან თუ შიგნიდან. სახელმწიფო ამაზე მკაცრ, კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენს. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯების გადადგმისაგან, რაც გამოიწვევს რაიმე სახის პროვოკაციას, რადგან შედეგები შეიძლება იყოს ძალიან მძიმე", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ მსჯავრდებული გ. დავითაძესთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებზე კომენტირებისას განაცხადა.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ზოგიერთი განცხადება და ქმედება შეიძლება, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და შესაბამისად, მსგავს მოწოდებებზე და მოქმედებებზე სახელმწიფოს კანონით გათვალისწინებული მკაცრი რეაგირება ექნება. მან ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, შეინარჩუნოს სიმშვიდე პენიტენციურ დაწესებულებებში:

"სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი, შეინარჩუნოს სიმშვიდე პენიტენციურ დაწესებულებებში და აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ადამიანები, ისე ის ადამიანები, რომლებიც ამ სისტემას ემსახურებიან".

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის - "გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი"

პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის - "გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი"

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

რუსთავი 2