მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. მაია ბითაძე სომხეთის ელჩს შეხვდა
მაია ბითაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

მაია ბითაძე სომხეთის ელჩს შეხვდა

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 16:22|rustavi2.ge

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში აშოტ სმბატიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურულ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ 7-8 ოქტომბერს საქართველოში სომხეთის კულტურის დღეები იმართება, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, კულტურის დღეების ფარგლებში სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების მზარდი დინამიკის და შემდგომი პარტნიორობის შესაძლებლობების განსახილველად.

ელჩის განცხადებით საქართველოსა და სომხეთს შორის არაერთი მიმართულებით არსებობს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორისაა კულტურის სფერო, სადაც პოტენციალი დიდია და, შესაბამისად, ამ ურთიერთობების გაღრმავება მისასალმებელია.

კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე და სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი არენ არაქელიანი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის - "გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი"

პროფესიული გაცვლითი პროგრამა ახალგაზრდა დიპლომატებისთვის - "გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი"

რუსთავი 2

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან სოტირია თეოჰარიდისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

რუსთავი 2

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

რუსთავი 2