მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო
პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 16:58|rustavi2.ge

პარლამენტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო. დოკუმენტზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

პროექტის მიხედვით, მომდევნო წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5%-ითაა დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 37 მილიარდ 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს.

იზრდება პენსიები, საჯარო სექტორში მომუშავეთა ხელფასები, ასევე ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი დეკემბერში დაამტკიცებს.

ბიუჯეტის ცვლილებებზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.

"დაახლოებით 830 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის და სოციალური ხარჯები. მათ შორის, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის ხარჯი გაზრდილია 555 მილიონი ლარით და ითვალისწინებს, კანონმდებლობის შესაბამისად ინდექსაციას, შესაბამისად 60 ლარით და 20 ლარით. ინდექსაციის შესაბამისად იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური გასაცემებიც, რისთვისა,ც დაახლოებით, 60 მილიონი ლარია დამატებით გამოყოფილი.ჯანდაცვის პროგრამები გაზრდილია 127 მილიონ ლარზე მეტად.

ამ თანხაში გათვალისწინებულია როგორც სასწრაფო დახმარების პერსონალის, ასევე სოფლის ექიმისა და სოფლის ექთნების ხელფასების მატება. სოციალური რეაბილიტაციის ბავშვთა ზრუნვის პროგრამა გაზრდილია 26 მილიონ ლარზე მეტით და ასევე იზრდება დაგროვებითი საპენსიო სქემის სახელმწიფოს თანადაფინანსების ხარჯები 60 მილიონი ლარია ამ ნაწილში დამატებით გამოყოფილი", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 115 სტატია.

  • რატომ ჭიანურდება ე.წ ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე სავაჭრო სივრცის აღდგენის პროექტი?BM.GE
  • 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში დღეიდან იწყებაიმედი
  • ქონების გადასახადის გადახდა 26 ათას გადამხდელს მოუწევს - პროექტი უკვე პარლამენტშიატვ პირველი
  • თბილისში Trump Tower Tbilisi-ის პროექტის პრეზენტაცია გაიმართაფორმულა
პროექტი →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა​

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა​

რუსთავი 2

არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების შესახებ

არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების შესახებ

რუსთავი 2

"ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია" - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა

"ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია" - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

რუსთავი 2