მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 16:51|rustavi2.ge

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადგანწესებული მოსამართლეების - გოგა კიკილაშვილისა და სერგო მეთოფიშვილის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და მათ უფლებამოსილების დაწყება მიულოცა.

გოგა კიკილაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დანიშნა, სერგო მეთოფიშვილი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილება ფიცის დადების დღიდან იწყება.

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს განსაკუთრებულ როლსა და მოსამართლის სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებას, სახელმწიფოებრივ ტრადიციებსა და თავისუფლებისკენ სწრაფვას განასახიერებს და თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს იცავს.

მიხეილ ყაველაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გეოპოლიტიკური და საერთაშორისო სამართლებრივი გამოწვევების პირობებში ქვეყნის შიგნით კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მნიშვნელობაზეც.

მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილსა და სერგო მეთოფიშვილს საპასუხისმგებლო საქმიანობის დაწყება მიულოცა და პროფესიული წარმატება უსურვა.

"გოგა კიკილაშვილი იურიდიულ და აკადემიურ საქმიანობას ეწევა. მას დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამა, პროფესიული განათლება მიღებული აქვს გერმანიასა და შვედეთში. იგი სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, ხოლო 2023 წლიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი.

სერგო მეთოფიშვილს მრავალწლიანი სამოსამართლო გამოცდილება აქვს. მისი კარიერა 2009 წელს დაიწყო. სხვადასხვა პერიოდში იგი საქმიანობდა რაიონულ სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიების მოსამართლე და თავმჯდომარე. 2016 წელს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ იგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო 10 წლის ვადით განწესებული ცხრა მოსამართლისგან შედგება. მათგან სამ მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამს - საქართველოს უზენაესი სასამართლო", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები და ბათუმის მერი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში მოწმეების გამოკითხვა დასრულდა - რა ჩვენებები მისცეს კაკაბაძემ და ნიკოლაიშვილმატვ პირველი
  • საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებსფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: შეუმდაგრი დამხობიდან ერთი წლის თავზე დამდგარია სასამართლო განაჩენები, სასჯელს იხდიან შტურმის ორგანიზატორები და მონაწილეები. მოძალადეების დიდმა ნაწილმა დანაშაული აღიარაიმედი
  • Google-მა ევროკავშირის მარეგულირებლის მოთხოვნები სასამართლოში გაასაჩივრაBM.GE
სასამართლოს →საკონსტიტუციო →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

რუსთავი 2

ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა

ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა

რუსთავი 2

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული 80 პირის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიმართა

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად დაკავებული 80 პირის საქმეზე სასამართლო პროცესები გაიმართა

რუსთავი 2

ყველას მოვუწოდებ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს - ანა წითლიძე

ყველას მოვუწოდებ, თუ ამის შესაძლებლობა აქვთ, ვისაც უნდა, რომ გამოიყენოს საპროცესო შეთანხმება, გამოიყენოს - ანა წითლიძე

რუსთავი 2