მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პროკურატურა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მომართეს
პროკურატურა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მომართეს

პროკურატურა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მომართეს

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 16:53|rustavi2.ge

საქართველოს პროკურატურა, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის საქმეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზოდელავამ და ბერიძემ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე განცხადებებით მიმართეს.

"სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.

ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას.

გვსურს შეგახსენოთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • „პროკურატურას ერთი თვის წინ მივმართე და პასუხი არ მიმიღია“ - ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვსტვ პირველი
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური: მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო - მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიებაიმედი
  • პროკურატურამ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ₾10 მილიონის გათეთრებისთვის ბრალი წარუდგინაBM.GE
  • სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მისაღებად შეეცადნენ დაბალი შაქრიანობის მქონე ყურძნის ჩაბარებას – პროკურატურანეტგაზეთი
პროკურატურამ →შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა​

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა​

რუსთავი 2

არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების შესახებ

არაერთმა მოგვმართა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ვინც მოგვმართავს, ყველა განცხადებას განვიხილავთ აუცილებლად - პროკურორი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების შესახებ

რუსთავი 2

"ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია" - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა

"ამერიკული კოლექციები ხელოვნების სასახლეში და კულტურული დიალოგის ისტორია" - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტი მოიპოვა

რუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

რუსთავი 2