მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა
ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა

ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ - 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ადვოკატი ბორის ყურუა

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 17:57|rustavi2.ge

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება ითხოვეს. ეს მოთხოვნა მათ სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე დააყენეს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ზოდელავამ და ბერიძემ ჩადენილი დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. საპროცესო შეთანხმებაზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე კი საზოგადოებას ეცნობება.

ადვოკატ ბორის ჩელე ყურუას განცხადებით, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მიაღწიონ.

"ამ შემთხვევაში ჩემი ბრალდებულის, უკვე მსჯავრდებულის ნება არის ის, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, ჩვენ პირველ ინსტანციაში ვიდავეთ და ზოგადად, ვხვდებით, რომ მოცემული კონტექსტის გათვალისწინებით და იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ უკვე თითქმის ერთი წელია, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივმართოთ", - განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატ რამაზ ჩინჩალაძის თქმით კი, ბრალდების მხარესთან მოლაპარაკებები ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან, მომავალ სხდომაზე უკვე დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება, პირობებიც, რა თქმა უნდა, დაზუსტდება, ამ ეტაპისათვის ჩემთვის ცნობილია გარკვეული პირობები. ნებისმიერი ბრალდებულის უფლებაა მიმართოს პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებით, განცხადებით. შესაბამისად, ბრალდებულმა, მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ აღნიშნული უფლება გამოიყენა და მიმართა ბრალდების მხარეს, რათა მათ შორის მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება", - აღნიშნა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე მსჯვარდებულები არიან სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე და მათ 7-7 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • „პროკურატურას ერთი თვის წინ მივმართე და პასუხი არ მიმიღია“ - ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვსტვ პირველი
  • უკრაინამ და გერმანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და სამაშველო ტექნოლოგიების სფეროშიიმედი
  • აშშ-უკრაინის ფონდმა იშვიათი მინერალების სექტორში პირველი შეთანხმება დადოფორმულა
  • აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელი ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმება მალე გაფორმებას გამორიცხავსBM.GE
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია​

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანასა და აშშ-ს შორის კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია​

რუსთავი 2

მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუპატიურების ფაქტზე, გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა, ძებნილი მსჯავრდებულის საქართველოში ექსტრადიციის შესახებ​

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

რუსთავი 2

ნიკოლოზ მეტრეველი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებაზე: პუტჩისტების აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, ხმაურიანი განცხადებები შეიძლება გარკვეული დროით დომინირებდეს საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც ფაქტებით დგინდება​