
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდა დიპლომატებისთვის პროფესიული გაცვლითი პროგრამა განხორციელდა - მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა
"გზაჯვარედინის დიპლომატიური ქსელი" - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდა დიპლომატებისთვის პროფესიული გაცვლითი პროგრამა განხორციელდა.
მასში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
"ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ახალგაზრდა დიპლომატებს ერთმანეთთან შეხვედრის, გამოცდილების გაზიარების, საერთო გამოწვევებზე მსჯელობის, თანამშრომლობის, ახალი შესაძლებლობების გამოვლენისა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთმანეთის უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცემოდათ.
ჩვენს ქვეყნებს მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტები, ასევე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა აკავშირებს. შუა დერეფანი სულ უფრო მზარდი დაკავშირებადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ცენტრალურ აზიის, საქართველოსა და სხვა რეგიონებისთვის", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge