მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ექსპერტი დავით ჩიხელიძე პატიმრების მიერ ბადრაგის თანამშრომლებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულ რეაგირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პატიმრებს ხელკეტებით სცემეს, რეალობას არ შეესაბამება და მომხდარი ციხის თანამშრომლების მხრიდან ძალის გადამეტებად არ უნდა შეფასდეს.

მისივე შეფასებით, მსგავსი „იაფფასიანი წარმოდგენებით“ პატიმრების ნაწილი საკუთარ რეპუტაციას აზიანებს და, ამავდროულად, აჩვენებს, რომ სახელმწიფო გამოწვევებს კანონის ფარგლებში პასუხობს.

"მითი: პატიმრებს ხელკეტებით სცემეს.რეალობა: რამდენიმე პატიმარს გმირობანას თამაში მოუნდა და მათ ბადრაგის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შესაბამისად, ციხის თანამშრომლებს ჰქონდათ რეაგირების ვალდებულება. რაც ვნახეთ, იყო სწორედ რეაგირება და არა ძალის გადამეტება.

განსაკუთრებით საინტერესოა ბოლო კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ბადრაგის თანამშრომლებს პატიმრები. მიჰყავთ ადამიანურად, მშვიდად, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს წაიყვანდნენ. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს წარსული და ვიცით, 2012 წლამდე პატიმრის მსგავსი გამოხტომა როგორ დასრულდებოდა. მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ისინი საკუთარი ფეხით, არათუ იმ დღეს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეღარ გაევლოთ.პ.ს. ეს იდიოტები იმასაც კი ვერ ხვდებიან, რომ ასეთი იაფფასიანი წარმოდგენებით ისევ საკუთარ რეპუტაციას აზიანებენ. პირიქით, კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას და პატიმართა ნაწილის უღირსი საქციელის მიუხედავად, გამოწვევებს ღირსეულად და კანონის ფარგლებში პასუხობს", - წერს ჩიხელიძე.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2