მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების აღიარებას და მონანიებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მძიმე ბრალდებების დროს მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებს და არა წინასწარ შექმნილ პოლიტიკურ ნარატივებს.

ანალიტიკოსის თქმით, პასუხისმგებლიანი პოზიცია ნიშნავს მტკიცებულებების შეფასებას, სამართლებრივი პროცესის პატივისცემას და საბოლოო დასკვნების მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთებას.

"ფაქტია, განსაკუთრებით მძიმე ბრალდებების დროს დაუშვებელია საზოგადოებრივი აზრის მხოლოდ ემოციებით, პოლიტიკური სპეკულაციებითა და წინასწარი განაჩენებით ფორმირება. ასეთ საკითხებში მთავარი უნდა იყოს სამართლებრივი პროცესი.

პუტჩისტების დღევანდელი, აღიარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოვლენების შეფასებისას სიფრთხილე და პასუხისმგებლობა. ხმაურიანი განცხადებები შეიძლება გარკვეული დროით დომინირებდეს საინფორმაციო სივრცეში, მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მაინც ფაქტებით დგინდება.

აქედან გამომდინარე, მძიმე ბრალდებების დროს მნიშვნელოვანია, რომ შეფასებები ეფუძნებოდეს რეალურ გარემოებებს და არა წინასწარ შექმნილ პოლიტიკურ ნარატივებს. ემოციური კამპანია შეიძლება დროებით ეფექტიანი იყოს, მაგრამ ფაქტებს ვერ ჩაანაცვლებს.

ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ პასუხისმგებლიანი პოზიცია ნიშნავს მტკიცებულებების შეფასებას, სამართლებრივი პროცესის პატივისცემას და საბოლოო დასკვნების მხოლოდ ამის შემდეგ გაკეთებას", - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2