მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. პაატა სალია გიორგი დავითაძეზე: მან არ მოგვცა საშუალება გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში სათანადო შემოწმებისთვის. 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა პატიმარი. თუ ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების, აუცილებლად გაეწევა სამედიცინო მომსახურება
პაატა სალია გიორგი დავითაძეზე: მან არ მოგვცა საშუალება გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში სათანადო შემოწმებისთვის. 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშაა პატიმარი. თუ ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესების, აუცილებლად გაეწევა სამედიცინო მომსახურება

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 19:36|rustavi2.ge

"დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას არანაირი პრობლემა მოცემულ ეტაპზე არ აღენიშნება. მოგეხსენებათ, პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატიმრის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაურკვეველი საგნის გადაყლაპვას. დემონსტრაციულად მან ეს განახორციელა. თუმცა, დღეს დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, მან ნამდვილად გადაყლაპა თუ ეს იყო, უბრალოდ, მისი მხრიდან დემონსტრირება თავისი პროტესტის, რადგან მან არ მოგვცა საშუალება, გუშინ გადაგვეყვანა კერძო კლინიკაში, რათა სათანადო შემოწმება მომხდარიყო“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ,,იმედის'' ეთერში ჩართვისას.

მინისტრის თქმით, მსჯავრდებული 24-საათაინი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის გაურესების შემთხვევაში მყისიერად გაეწევა სამედიცინო დახმარება.

"ჩვენ 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ გვყავს აღნიშნული პატიმარი. სამედიცინო პერსონალი მას აკვირდება და თუ რაიმე ოდნავ ნიშანი იქნება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაურესებისა, მას აუცილებლად გაეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს, რომ მის ჯამრთელობას არანაირი საფრთხე არ აღენიშნება მოცემულ ეტაპზე“, - განაცხადა პაატა სალიამ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულება არც ერთი პატიმრის გამოხატვის თავისუფლებას არ ზღუდავს და ეს დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა.

"დღევანდელი ხელისუფლების მთავარი დამსახურება არის ის, რომ ჩვენ არ ვზღუდავთ არავის გამოხატვის თავისუფლებას პენიტენციურ დაწესებულებაში. პროტესტის უფლება აქვს ყველას - მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს კანონდარღვევაში.“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმარი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 31 სტატია.

  • „გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის გამო პატიმარი ხელკეტებით სცემეს“ - ადვოკატიტვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფსიმედი
  • რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი სუიციდს გამორიცხავსფორმულა
  • რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
პატიმარი →

მსგავსი სტატიები

ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდება

ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდება

რუსთავი 2

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო - ერთი საათი მატჩამდე

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო - ერთი საათი მატჩამდე

რუსთავი 2

სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა

სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა

რუსთავი 2

სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და შანსი, სადაც სტუდენტის შრომაც ფასდება - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება

სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და შანსი, სადაც სტუდენტის შრომაც ფასდება - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება

რუსთავი 2