მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა
ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა

ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 23:01|rustavi2.ge

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ მას არ უნახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც ირანს flydubai-ის მეორე პილოტის მიერ თვითმფრინავის გატაცებისა და ჩამოგდების მცდელობასთან დააკავშირებდა.

"რაც შეეხება ირანის შესაძლო ჩართულობას, ამ საკითხზე გადაწყვეტილების შეფასებას (CIA-ის დირექტორ) ჯონ რეტკლიფსა და დაზვერვის სფეროს სხვა წარმომადგენლებს ვანდობ", - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს ალასკაზე გასამგზავრებლად თვითმფრინავში ჩაჯდომამდე.

ვენსის თქმით, ირანის მონაწილეობის საკითხს იკვლევენ.

"არ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ოფიციალურ განცხადებას წინ ვუსწრებდე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვიკვლევთ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება ვნახე", - განაცხადა ვენსმა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
  • რატომ გაძვირდა ფრენები და რა გავლენა იქონია აშშ-ირანის ომმა საავიაციო ინდუსტრიაზეBM.GE
  • ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარესფორმულა
  • უკიდურესად მიუღებელია – პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ირანის ელჩის განცხადებაზენეტგაზეთი
ირანის →

მსგავსი სტატიები

რამდენ ლარად შეიძენთ 1 დოლარს და ევროს 6 ოქტომბერს - ახალი გაცვლითი კურსი

რამდენ ლარად შეიძენთ 1 დოლარს და ევროს 6 ოქტომბერს - ახალი გაცვლითი კურსი

რუსთავი 2

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით და არ ითვალისწინებს ოჯახის მდგომარეობას. ჩვენი მწუხარება არავის აძლევს უფლებას, გარდაცვლილის ღირსებას შეეხოს

როგორი ამინდი იქნება 6 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება 6 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

რუსთავი 2

6 ოქტომბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

6 ოქტომბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

რუსთავი 2