მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და შანსი, სადაც სტუდენტის შრომაც ფასდება - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება
სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და შანსი, სადაც სტუდენტის შრომაც ფასდება - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება

სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და შანსი, სადაც სტუდენტის შრომაც ფასდება - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 21:49|rustavi2.ge

სამუშაო გამოცდილება, პროფესიული უნარების განვითარება და რაც მთავარია, ანაზღაურება. შანსი, სადაც გამოცდილებასთან ერთად სტუდენტის შრომაც ფასდება - სწორედ ეს არის ის ძირითადი პრიორიტეტები, რომელსაც ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს. დღეს იუსტიციის მინისტრმა დისკუსიის ფორმატში იმ 189 სტაჟიორის მოსაზრებები და კითხვები მოისმინა, რომლებიც პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მომდევნო სამი თვის განმავლობაში უწყებაში გაივლიან.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის შევსებისთვის ვადა პირველიდან 10 სექტემბრამდე ჰქონდათ. სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებული იყო 3000-მდე ვაკანსია, რომელზეც უმაღლესი აკადემიური მოსწრების სტუდენტები შეირჩნენ. პროგრამაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და მაგისტრანტებსაც.

ახალი კადრების მიღებით დაინტერესებულია ეკონომიკის სამინისტროც. 102 სტუდენტი გაივლის სტაჟირების პროგრამას უწყებაში, რაც მათ საშუალებას მისცემს აიმაღლონ კვალიფიკაცია და შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, რომელსაც შემდგომ პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.

მუნიციპალიტეტის მერიები, საკრებულოები, სახელმწიფო უწყებები - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. კონკურსი უკვე მეორედ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ცხადდება. სამუშაო გამოცდილების დაგროვება - სწორედ ამ მიზანს ემსახურება ინიციატივა, რომელიც სტუდენტებს კარიერულ წინსვლაში ახალ შესაძლებლობას აძლევს.

ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო და ის მომდევნო სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა

ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა

რუსთავი 2

"სამარცხვინო!" - ამ შეძახილით ნეთანიაჰუს, "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლა, ერთ-ერთი მოკლულის მამამ შეაწყვეტინა

"სამარცხვინო!" - ამ შეძახილით ნეთანიაჰუს, "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლა, ერთ-ერთი მოკლულის მამამ შეაწყვეტინა

რუსთავი 2

ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდება

ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდება

რუსთავი 2

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო - ერთი საათი მატჩამდე

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო - ერთი საათი მატჩამდე

რუსთავი 2