მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა
სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა

სოფელ დიღმისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ხიდი რეაბილიტაციის შემდეგ გაიხსნა

რუსთავი 25 ოქტომბერი, 2026, 21:51|rustavi2.ge

ხიდი, რომელიც წლების განმავლობაში პრობლემურ მონაკვეთად ითვლებოდა, დღეიდან ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ნაწილია. ძველი დაზიანებული კონსტრუქცია თანამედროვე რკინაბეტონის ხიდმა ჩაანაცვლა. საავტომობილო გზა სოფელ დიღომს ვაშლიჯვართან აკავშირებს. პროექტის განხორციელების შედეგად გაიზარდა მოძრობის უსაფრთხოება და სატრანსპორტო გამტარუნარიანობა.

ხიდი მისი მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძია. დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო წლების განმავლობაში აქ გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო. პროექტის ფარგლებში ძველი ხიდის სრული დემონტაჟი განხორციელდა.

რეაბილიტაცია ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 64 მეტრის სიგრძის კონსტრუქცია თანამედროვე სტანდარტებზეა გათვლილი. რეაბილიტაციის შედეგად მოეწყო სანიაღვრე ქსელები. შეიცვალა გარე განათების სისტემა და დამონტაჟდა თანამედროვე ლედ სანათები. ქვეითებისთვის მოეწყო ტროტუარები და ლითონის მოაჯირები.

პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან ოთხი მილიონი ლარით დაფინანსდა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა

ჯეი დი ვენსი: არ მინახავს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც flydubai-ის ინციდენტს ირანს დაუკავშირებდა

რუსთავი 2

"სამარცხვინო!" - ამ შეძახილით ნეთანიაჰუს, "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლა, ერთ-ერთი მოკლულის მამამ შეაწყვეტინა

"სამარცხვინო!" - ამ შეძახილით ნეთანიაჰუს, "ჰამასის" თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე გამოსვლა, ერთ-ერთი მოკლულის მამამ შეაწყვეტინა

რუსთავი 2

ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდება

ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდება

რუსთავი 2

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო - ერთი საათი მატჩამდე

ჩრდილოეთ ირლანდია-საქართველო - ერთი საათი მატჩამდე

რუსთავი 2