
ტრამპის განცხადებით, ბენზინზე ფასები ამჯერად არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების არამედ უკრაინის მხრიდან რუსული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნების აფეთქების გამო იზრდება
რუსთავი 2|rustavi2.ge
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ბენზინის ფასების ზრდას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საწვავზე ფასების ზრდა ამჯერად არა ჰორმუზის სრუტის გამო ხდება, არამედ მის ზრდას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები განაპირობებს, რომლებიც იხურება.
ტრამპის განმარტებით, რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს უკრაინა ბომბავს, აშშ-ში კი ისინი დემოკრატების გამო იხურება.
"ბენზინის ფასები ახლა არა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების გამო იზრდება - რადგან, ნავთობი ბაზარზე თითქმის ყოველდღიურად რეკორდული მოცულობით შემოდის - არამედ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო: უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს აფეთქებს, ჩვენსას კი "დუმოკრატები" ხურავენ ისეთ ლურჯ შტატებში, როგორიცაა კალიფორნია", - წერს დონალდ ტრამპი.
გაზიარება:
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge